ფეხბურთი

2:49 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდე ნაკრები სერბეთში ელიტრაუნდზე მიემგზავრება

დღეს, დილით, სერბეთში მიემგზავრება საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელიც გერმანიის, სერბეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად ელიტრაუნდში ითამაშებს და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

ნოდარ აკობიას გუნდმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება თბილისში, ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გაიარა. შეკრების ფარგლებში ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩიც გამართა – თბილისის “ლოკომოტივთან” 0:2 დამარცხდა, გორის “დილა 2”-თან კი 2:0 გაიმარჯვა.

ელიტრაუნდისთვის 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე – “საბურთალო”).

მცველები: გიორგი ქობულაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი (ორივე 35-ე სკოლა), ვატო მურჯიკნელი (“დიუსელდორფი”, გერმანია), რატი კაკიაშვილი, ცოტნე ნადარაია, გიორგი თვარაძე (ყველა – “საბურთალო"), ირაკლი კამლაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი)

ნახევარმცველები: ირაკლი კომახიძე (“შუქურა”, ქობულეთი), ლადო მამუჩაშვილი, გურამ გოშთელიანი (“საბურთალო”), გიორგი ბერიძე (“დილა”, გორი), გიორგი კიკნაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ნიკა ქორიძე (“რეჯანა”, იტალია)

თავდამსხმელები: გიორგი ჯობავა (“ოსერი”, საფრანგეთი), გიორგი არაბიძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ბექა მიქელთაძე (“ზესტაფონი”).

26 მარტს, ჩვენი ნაკრები ელიტრაუნდს გერმანიასთან მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ირლანდიასთან თამაშია, 31 მარტს კი, ბოლო მატჩში საქართველო სერბეთს დაუპირისპირდება.

 

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116729