ფეხბურთი

12:20 | 1.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანტუში: "მერჩივნა ცუდად გვეთამაშა და თამაში მოგვეგო"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ურუგვაისთან წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გასახდელში მთელი გუნდი მარცხის გამო დამწუხრებული იყო, რადგან გულშემატკივრებს იმედები გაუცრუეს.

"პირველ რიგში გამარჯვებას მივულოცავ ურუგვაის. ჩვენ ვიცოდით რომ პორტუგალიაში ცენტრალურ მოედნებზე ხალხი შეკრებილი იყო, თუმცა მათი იმედები ვერ გავამართლეთ და გასახდელში ამის გამო ყველა დამწუხრებული იყო. ფეხბურთში მორალური გამარჯვებები არაა და მერჩივნა ცუდად გვეთამაშა და ტამაში მოგვეგო. მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და საერთო ჯამში კარგი მატჩი გამოგვივიდა. გუნდს გამარჯვება ყოველთვის უნდა, თუმცა ამჯერად ეს ჩვენ არ გამოგვივიდა და შემდეგ ეტაპზე ურუგვაი გავიდა." - განაცხადა მატჩის შემდეგ ფერნანდუ სანტუშმა.

სამხრეთამერიკელებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი კავანის დუბლის წყალობით დაამარცხა. ევროპელთაგან კი ერთადერთი გოლი პეპემ გაიტანა.

0.113784