2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მერვედფინალურ შეხვედრაში ურუგვაის ეროვნული ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონს პორტუგალიას პირველი ტაიმის შემდეგ 1:0 ამარცხებს.
სამხრეთამერიკელები ედინსონ კავანიმ დააწინაურა, რომელმაც მეშვიდზე წუთზე ლუის სუარესის გადაცემის შედეგად საჯაიმოში მეორე სართულზე ყველას დაასწრო. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობის უპირატესობა პორტუგალიას ჰქონდა, 45 წუთის განმავლობაში უფრო მეტი მომენტი ურუგვაიმ შექმნა.