კალათბურთი

21:36 | 29.06.2018 | ნანახია 2375 - ჯერ

ილიას ზუროსი: "კალათბურთში არსებობს ცუდი და კარგი მომენტები, ჩვენთვის დღეს ცუდი მომენტი იყო"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სერბეთთან (50:87) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

ზუროსმა მადლობა გადაუხადა, გუნდსა და გულშემატკივარს. ამასთან, დასძინა, რომ გუნდს დიდი მოსამზადებელი დრო არ ჰქონია და სერბეთი ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშში აგრესია არ იგრძნობოდა.

"პირველ რიგში მადლობა გულშემატკივრებს, მადლობა გუნდს და მადლობა ქვეყანას, რომელიც გვერდში დაგვიდგა. ეს კალათბურთია, სადაც არსებობს ცუდი და კარგი მომენტები, ორი გუნდიდან ყოველთვის ერთი იგებს. სამწუხაროდ, დღეს, ჩვენთვის ცუდი მომენტი იყო.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ჩვენი მოთამაშეებს მოსამზადებლად დიდი დრო არ ჰქონდათ. ამ მატჩში ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელსაც ძალიან დატვირთული სეზონი ჰქონდა და გადაღლილია, ძნელია ასეთი რთული განრიგის შემდგომ სანაკრებო თამაშებზე გადაერთო. სანაძემ და ციცნაძემ საერთოდ პირველად ითამაშეს მას შემდეგ, რაც ტრავმა მიიღეს და ფორმაში არ იყვნენ.

მამუკელაშვილმა პირველად ითამაშა და მას ძალიან კარგი მომავალი აქვს, შეუძლია კარგი კარიერა ჰქონდეს. იგივე შემიძლია ვთქვა რატი ანდრონიკაშვილზე, რომელიც ძალიან ახალგაზრდაა და მასაც შეუძლია დიდი კალათბურთის თამაში.

ზაზამ და ვიქტორმა დაასრულეს სანაკრებო კარიერა, მანუჩარს ტრავმა აქვს. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა კალათბურთელების ნდობა აუცილებელია, რადგან მათ უნდა შეცვალონ ვეტერანები.

სერბეთი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. თუმცა, ასეთი ანაგრიშით არ უნდა წაგვეგო, აგრესია ვერ გამოვალინეთ თამაშში. შეცდომებს გავაანალიზებთ და შემდეგი მატჩისთვის მოვემზადებით”, - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას 2 ივლისს, თბილისში, ავსტრიის ნაკრებთან ჩაატარებს.


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:44 | 01.07.2018
davit-tg (768)

ხალხო ნუ დაა........თ თავს ნურც პოლიტიკოს და ნურც სპორტის ფედერაციის მოხელეს.
ჩვენ ხო ვხედავთ ბოლო წლეებში რომელი ფედერაცია დებს შედეგს და ე. ი. ფულს სწორად იყენებენ და თავის საქმეს გონივრულად უძღვებიან.
მაგრამ არის მომენტები როცა ვიღაცა თე..ი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ერევა საქმეში და მოყავს თავისი პროტეჟე,ერთადერთი მიზნით ქონდეს ფინანსებთან შეხება და მოიპაროს,და იქ იქცევა ყველაფერი.პოლიტიკოსების გაკონტროლება ძნელია მაგათთვის ტყუილი და დაპირება პროფესიაა,
მაგრამ სპორტში ხო ყველაფერი ნათელია მეტ-ნაკლებად,შედეგი ან არის ან არ არის.
როცა ფედერაცია შედეგს დებს და ვიღაცა ნაძირალა პოლიტიკოსის ჩარევით და უსაფუძვლოდ ადგილს ატოვებინებენ, ისმის კითხვა ვინ უნდა დაიცვას ეს ადამიანი უსამართლობისგან? ჩემი აზრით, იმ სპორტის მოყვარულებმა ვისაც ეს აინტერესებთ,სხვანაირად არ გამოვა, ერთად ერთი სპორტია რაც ცოტა სიხარულს და სიამაყის გრძნობას გვაძლევს თორემ სხვა ყველა სფეროში ხო სრული ბანკროტი ვართ.როგორც ვატყობ ეს ვირთხები ყველაფერს ჭამენ, შეჭმენ ძიუდოს,რაგბსაც და კალათბურთსაც და დავრჩებით ხახა მშრალი.
ამიტომ თხოვნაა სანამ გვანი არაა დაუდგეთ პატიოსან ხალხს გვერდში ნურავის დავაჩაგვრინებთ, იმათაც რო ქონდეს იმედი რომ მათ შრომა დაუფასეს სპორტის მოყვარულებმა და ჩვენ არ ვართ ცხვრების ფარა რომელიც საითაც გინდა იქეთ გადენი. ცოტა ვისწავლოთ თეთრი და შავის გარჩევა და კიდევ ერთხელ თავს ნუ მოვატყუებინებთ ნურავის. წარმატება ქართულ სპორტს.

15:54 | 30.06.2018
levani82 (41682)

# KoRBeN DaLLaS #

კალათბურთში ნეტა 90-იანი წლები დაბრუნდებოდეს

16:01 | 30.06.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

საკლუბო კალათბურთს თუ გულისხმობ, გეთანხმები. ბუმი იყო მახსოვს, გადატენილი იყო ვერის ბაღი და პლეიოფებში სპორტის სასახლეც.

16:21 | 30.06.2018
levani82 (41682)

ჩემი თვალითაც ნანახი მაქვს. ვითა-აზოტის ფინალების თამაშებზე ხალხის ტევა აღარ იყო. მახსოვს მაგ თამაშზე წავედი და ბილეთი რომ ვიყიდე ვერსად ვერ დავჯექი იმდენი ხალხი იყო და ბოლოს კიბეზე დავჯექი. მაშინ ძაან კარგი გუნდები იყო. ამათ გარდა კაქტუსი, თბილისი და სხვა გუნდებიც იყვნენ

13:50 | 30.06.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

აუ, ეს რა იყო მეორე ტაიმს მხოლოდ იმიტომ ვუყურე, რომ იქნებ 50 ქულას ასცდნენ მეთქი. ვერ ასცდნენ, თუმცა კი უწიეს და ამისათვის უდიდესი მადლობა საქართველოს ნაკრებს
ბოლო წლებში გუნდური სახეობებიდან კალათბურთზე და რაგბზე დავამყარეთ იმედები ქართველებმა. ამ ივნისის თვემ კი ჩვენს იმედებს წყალი შეუყენა გვერდებში. ისეთი შედეგები დააფიქსირეს "ლიომებმა", 90-იანების ბოლოს რომ "კადრულობდნენ"
მართალი ყოფილა რუსთავი 2. 90-იანები დაგვიბრუნდა და ვაი, რომ სპორტშიც

13:42 | 30.06.2018
იუნაიტედი (56)

ეჰჰ მწამს რა თქმა უნდა უკეთესი მომავლის, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან დიქსონი ყოფილა თურმე მთლიანად ეს ნაკრები...

11:48 | 30.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

წაგების და მოგების შემთხვევაში ორი განსხვავებული სახის კომენტარები გვხვდება თან დართული ხომ ვამბობდით.არაფერი იცვლება ამ მარცხით შეიძლება უკეთესიც იყო ასეთი დიდი ანგარიშით წაგება.ავსტრია აუცილებლად უნდა დავამარცხოთ დარწმუნებული ვარ უკეთესი ხარისხის კალათბურთს ვითამაშებთ

11:20 | 30.06.2018
იკა..იუვე..10 (4132)

ე ბიჯო ამ ერთი თამაშით ნუ დაღუპეთ და დააქციეთ ყველაფერი. დიდი ამბავი, ვის არ წაუგია. კალათბურთი ერთ-ერთი წარმატებული სპორტია საქართველოში.. მე ვფიქრობ რაგბზე წარმატებული, რაგბიში გრანდებს ვერასდროს ვერ მოვუგებთ, კალათბურთში შეიძლება ნებისმიერი დავამარცხოთ

12:32 | 30.06.2018
luka08 (622)

სამწუხაროდ , მოგვიწევს წაგებული თამაშების ათვლა დავიწყოთ . ერთი მარცხი რა თქმა უნდა კატასტროფაა არა , მაგრამ უახლოესი პერსპექტივაა ძალიან ბუნდოვანი .

12:09 | 30.06.2018
იუნაიტედი (56)

+

11:17 | 30.06.2018
luka08 (622)

ბავშვთა კალათბურთი დიდი ხანია ცუდ დღეშია საქართველოში . ამითომაა , რომ შევსება არ მოდიოდა წლების მანძილზე , წავიდნენ , ან ასაკში შევიდნენ ძველები . ახლები ვერ გამოჩნდნენ და შედეგიც სახეზეა . როდესაც 10 წლის მანძილზე 7 კალათბურთელზე გადადის ყველანაირი სიმძიმე , რა დიდ შედეგებზე შეიძლება საუბარი ? პერიფერიებში სათანადო ყურადღება არ ექცევა სპორტს . ამ შემთხვევაში , კერძოდ , კალათბურთს.( ერთი-ორი მუნიციპალიტეტის გარდა და იქაც არა საკმარისი) . დედაქალაქში იმ ოჯახების შვილები დადიან პრესტიჟულ კლუბებში თუ აკადემიებში , ვისაც ფული აქვს და ხშირ შემთხვევაში ნიჭი არა . ვისაც ნიჭი აქვს , მას ხშირად ფული არა აქვს და დარჩA სპორტი ტალანტის გარეშე . სპორტის პოპულარულ და პრესტიჟულ სახეობებს სახელმწიფომ უნდა მიხედოს ! მწვრთნელების დონე და სამწვრთნელო პროცესი საშუალოზე ბევრად დაბალია საერთო მასშტაბით და სად უნდა გაიზარდოს კალათბურთელი ?!მწვრთნელთა ლიცენზირება მეგობრობით ხდებოდა აქამდე , აწი არ ვიცი რა იქნება . არ არის კარგი მდგომარეობა არც ასაკობრივ ნაკრებებში და ასე თუ გაგრძელდა ტაპკებს თუ შევიკერავთ კალათბურთის ბურთით , თორემ სხვაში ვერაფერში გამოვიყენებთ.

16:32 | 30.06.2018
O. Mertskhali (8101)

+ ელემენტარული რაღაცეებიც პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში... ეტყობა, კალათბურთი არც ენთუზიასტებით გამოირჩევა

03:51 | 30.06.2018
BEERTRANCE (97819)

ჯერ ხო ტაბლო ვერ ამუშავებს ამ შბლძაღლებმა.
თამაშზე მხოლოდ 1ს ვიტყვი იქამდე მივედით რო ტრიბუნებიდან ბოისას გამოყვანას ვითხოვდით ხმამაღლა.
გოგი წულაიამ იქნებ კალათბურთის ფედერაციასაც გაუგზავნოს მახათები

02:56 | 30.06.2018
levani82 (41682)

სანამ ის ნაკრები გვყავდა ყველას ეგონა რომ ქართული კალათბურთი მარტო ეგაა და ნაკრების წარმატებები პრობლემებს ფარავდა, მაგრამ როცა ის თაობა წავიდა უკვე ის დამალული გინდ მიჩქმალული პრობლემები უკვე ზედაპირზე ამოტივტივდა

ზუროსთან და ფედერაციასთან კრიტიკული კითხვები უნდა დაისვას. ზუროსთან ის რომ გამუდმებით ნაკრებში ბოისა რატომაა. ეს რომ საფეხბურთო ნაკრები იყოს ჟურნალისტები აქამდე შეეკითხებოდნენ ან კიდე სტატიას დაწერდნენ, მაგრამ რახან კალათბურთია და წარმატებები გვქონდა ვგულისხმობ ევროპის ჩემპიონატებზე მოხვედრას და იქ თამაშს ამიტომ ჩუმად არიან. გეგონება კრიტიკული კითხვების დასმა ერიდებათ ან ამის გაკეთება შეუძლებელია. ფედერაციასთანაც თავისი კრიტიკული კითხვები უნდა დაისვას

02:10 | 30.06.2018
levani82 (41682)

სანამ ის ნაკრები გვყავდა ყველას ეგონა რომ ქართული კალათბურთი მარტო ეგაა და ნაკრების წარმატებები პრობლემებს ფარავდა, მაგრამ როცა ის თაობა წავიდა უკვე ის დამალული გინდ მიჩქმალული პრობლემები უკვე ზედაპირზე ამოტივტივდა

ზუროსთან და ფედერაციასთან კრიტიკული კითხვები უნდა დაისვას. ზუროსთან ის რომ გამუდმებით ნაკრებში ბოისა რატომაა. ეს რომ საფეხბურთო ნაკრები იყოს ჟურნალისტები აქამდე შეეკითხებოდნენ ან კიდე სტატიას დაწერდნენ, მაგრამ რახან კალათბურთია და წარმატებები გვქონდა ვგულისხმობ ევროპის ჩემპიონატებზე მოხვედრას და იქ თამაშს ამიტომ ჩუმად არიან. გეგონება კრიტიკული კითხვების დასმა ერიდებათ ან ამის გაკეთება შეუძლებელია. ფედერაციასთანაც თავისი კრიტიკული კითხვები უნდა დაისვას

23:46 | 29.06.2018
#lasha# (972)

ავსტრიას თუ ვერ მოუვიგებთ მწვრთვნელიად-კალადბურთელიანად დაახვიეთ.....!!! შემადგენლობის და პრობლემების მიუხედავად!!

23:43 | 29.06.2018
გუგა80 (1551)

საერთოდ არ მიყვარს წამოძახება და "ხომ გითხარის" თქმა, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში თუკი ვინმეს ის რაც დღეს მოხდა არ უხარია, პირველ რიგში მე ვარ. მაგრამ... ხომ გითხარით!
მაგრამ გული არ დაგწყდეთ, არანაირი აზრი არ ჰქონდა ამ თამაშის მოგებას, მეორე ჯგუფში მაინც ჩავრჩებით 100%_ით.
ზოგადად, სამწუხაროდ ქართული კალათბურთის მომავალი ძალიან ბუნდოვანი მეჩვენება და მეტიც, გაფეხბურთების ანუ გატრუხების სერიოზულ რისკებს ვხედავ.
ეგ კი არა რაგბიც არ მიყვეს, ამას ვინ ჩივის...

11:13 | 30.06.2018
luka08 (622)

გეთანხმებით აბსოლიტურად . დაახლოებით 6-7 წლის წინ დავწერე აქ , რომ ქართული კალათბურთის მომავალი საფრთხეშია და კალათბურთი მარტო ფაჩულია და კომპანია არ არისთქო და კინაღამ შემჭამეს , ეტყობა ჩახედული სარ ხარო. კარგა ხნით არაფერი გვეშველება . ცვლა არ გამოჩნდა , ახლო მომავალშიცვ არ სჩანს.

23:40 | 29.06.2018
bubu63 (10)

კომენტარები (9)
23:31 | 29.06.2018 bubu63 (9)
ASETI USAXURI, USUSURI DA SAMARCXVINO TAMASHIS SHEMDEG ERTI MINDA GITXRAT, VINC ES NAKREBI SHEKRIBA BOISA ZUROSIT DAWYEBULI DA GURASPAULI PEDERACIIT DAMTAVREBULI KACURI DA KARTULI TKVENGAN SHORSAA DA MEC ASE UZRDELURAD GETYVIT PURTXIS GIRSIC AR XART ARA KARTVELEBO

23:21 | 29.06.2018
levani82 (41682)

ბრავო სერბეთს

22:41 | 29.06.2018
Mr_gr (1404)

გურასპაული გადაგვარჩენს ისე მაგის!!!

23:22 | 29.06.2018
levani82 (41682)

არ ეცალა, რადგან თვითონაც თამაშობდა

22:27 | 29.06.2018
sport faza (328)

sport faza (133) პასუხი
რა მაგარი სპორტული ქვეყანაა სერბეთი!!!! და რა სახეობა გინდა რო ჩამოთვალო სადაც სერბები არ არიან წამყვან ადგილზე!!!! ევროპელობას რო ვიტენით და ვიღე თ რაღაც სისულეებს...აბატონო ავიღოთ მაგალითი ამ ქვეყნიდან გინდა სპორტში და გინდა პოლიტიკაში და აშ ....

23:21 | 29.06.2018
levani82 (41682)

იმიტომ რომ იმათმა გულით იციან საქმის კეთება

23:47 | 29.06.2018
#lasha# (972)

++
პროფესიონალურად უდგებიან და რა (მინიმუმ) ძველი სახელის დიდებით

22:20 | 29.06.2018
sport faza (328)

ზუროსია ცოდვა ამათ ხელში ინფაქტი გლიჯავს უეჭველი....წადი ბიძიკო გახდი ევროპის ჩემპიონი და ისიამოვნე კალათბურთით რას აკლავ თავს ამ .....

22:01 | 29.06.2018
kobaSP (4625)

კალათბურთშიც (როგორც ყველგან) არსებობენ კარგი და ცუდი ნაკრებები, კარგი და ცუდი მწვრთნელებიც... კი ბატონო, შესაბამისად- კარგი და ცუდი მომენტებიც... სერბეთი რომ საქარტველოზე ძლიერია, მაგაზე არავინ დაობს. მაგრამ... კარგი გუნდის მეოთხე ნაკრები ასე აშკარად როცა ჯობია შენ ძირითადს, ეგ მხოლოდ მომენტი არაა... კიდევ კარგი, არ წავედი თამაშზე...

21:52 | 29.06.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ძალიან გამოუცდელი არასტაბილური გუნდის შთაბეჭდილება დამრჩა.ქაოსური კალათბურთი ვითამაშეთ დღეს მინუსი ზუროსს მაგრამ ყველაფერს მას ვერ დავაბრალებ.ძალიან გამოუცდელი გუნდია იმედია ყველაფერი კარგი მოვა ამის იმედი მაქ

0.063859