საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სპორტის სასახლეში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს სერბეთის წინააღმდეგ მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 18:37 გახლავთ.
პირველი მეოთხედი ორივე გუნდმა ცუდად ჩაატარა, რადგან სერბეთიც და საქართველოც ბევრ შეტევას აფუჭებდა. პირველ ათწუთეული 11:18 დასრულდა. ბოლო ქულები ილიას ზუროსის გუნდიდან ტადუს მაკფადენმა 06:24-ზე მიითვალა და ამის შემდეგ ცხრა წუთის განმავლობაში ქართველებმა ქულა ვერ მოიპოვეს, ნავსი კი თორნიკე შენგელიამ გატეხა.
საბოლოოდ მეორე მეოთხედში ბალკანელები ძალიან გააქტიურდნენ და შესვენების წინ სოლიდური უპირატესობით გავიდნენ.