ფეხბურთი

15:37 | 29.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: ევროპის ჩემპიონატების ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი (+VIDEO)
ჰოლანდია - იტალია 0:0 პენ: 1:3. ევრო 2000, ნახევარფინალი

- დი ბიაჯო: ფრანჩე, ხომ არ გეშინია?

- ტოტი: არა, უყურე, "კუკიაიოს" (პანენკას სტილი პენალტის იტალიური სახელწოდება - რედ) დავარტყამ.

- მალდინი: შეიშალე?! ჩვენ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვართ!

- ტოტი: არა, "კუკიაიოს" დავარტყამ და გავიტან.

დღეს, ზუსტად 18 წელი გავიდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამარტული მატჩიდან. 2000 წლის 29 ივნისს, ამსტერდამში ჰოლანდიის ნაკრები ევრო 2000-ის ნახევარფინალურ მატჩში იტალიას ხვდებოდა. 33-ე წუთზე ჯანლუკა ძამბროტამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მარკუს მერკმა მას მოედანი დაატოვებინა. შედეგად, "სკუადრა აძურას" შეხვედრის უმეტესი ნაწილის კაცნაკლული თამაში მოუწია.

ჰოლანდია დიდ უპირატესობას ფლობდა და ძირითად დროში ორი პენალტიც ვერ გაიტანა. ჯერ ფრანკ დე ბურს ფრანჩესკო ტოლდომ აუღო, ხოლო მერე პატრიკ კლუივერტმა ბურთი ძელს მოარტყა. საბოლოოდ, არც 90 წუთში და არც დამატებით დროში გოლი არ გასულა და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. იმ დღეს, "სკუადრა აძურას" "შემთხვევითი" პირველი ნომერი (ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 4 დღით ადრე ჯანლუიჯი ბუფონმა თითი მოიტეხა და ამის გამო ბელგია-ჰოლანდიაში ვერ გაემგზავრა. ტოლდოსაც ამიტომ ერგო "სკუადრა აძურას" კარის დაცვა და საბოლოოდ ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა - რედ) შეუდარებელი იყო და უკვე მატჩისშემდგომ პენალტებში ორჯერ აჯობა მოწინააღმდეგებს და იტალიის ნაკრები ფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100935