მსოფლიოს ჩემპიონატზე E ჯგუფში მესამე ტური ორი შეხვედრა მიმდინარეობს და ლიდერებად შერაცხული ნაკრებები ერთნაირი ანგარიშით (1:0) იგებენ. ბრაზილია სერბეთს პაულიონიოს გოლით ამარცხებს, ხოლო შვეიცარია კოსტა რიკასთან შეხვედრაში ბლერიმ ჯემაილიმ დააწინაურა.
აღნიშნული ანგარიშების გათვალისწინებით მერვედფინალში პირველი ადგილით სამხრეთამერიკელები გავლენ, ხოლო მეორე პოზიციაზე შვეიცარიაა.







