ფეხბურთი

19:59 | 27.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია - მსოფლიოს ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა

გერმანიის ეროვნული ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ბუნდესნაკრებმა მესამე შეხვედრა სამხრეთ კორეასთან ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა პირველი შეხვედრა მექსიკასთან 0:1 წააგო, შემდეგ მძიმე მატჩში შვედეთი 2:1 დაამარცხა, ხოლო ამჯერად აზიელებთან გოლი ვერ გაიტანეს და შეხვედრის მიწურულს ორი გოლით დაისაჯნენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 მსოფლიოს ჩემპიონიდან 4 ჯგუფში ჩარჩა, გერმანიამდე 2002 წელს საფრანგეთმა ვერ გავიდა პლეი-ოფში, 2010 წელს - იტალია, 2014 წელს კი - ესპანეთი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167897