ფეხბურთი

15:08 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: 2026 წლის მუნდიალს სამი ქვეყანა უმასპინძლებს

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ერთბაშად სამი ქვეყანა უმასპინძლებს – მექსიკა, აშშ და კანადა. ამის შესახებ დღეს ოფიციალურად ფიფას 68-ე კონგრესზე გაჟღერდა.

ხსენებულ გადაწყვეტილებას მხარი 134 დელეგატმა დაუჭირა. თავის მხრივ, მეორე კანდიდატურას, მაროკოს 65 ხმა ერგო.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მუნდიალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება: ის იქნება ისტორიაში პირველი, რომლის ფინალურ ეტაპზე 48 ნაკრები ითამაშებს და ამავდროულად, ერთდროულად სამი მასპინძელი ეყოლება.

აქამდე, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ორ ქვეყანას უმასპინძლია, ეს 2002 წელს, როდესაც მუნდიალი სამხრეთ კორეა-იაპონიაში ჩატარდა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ მუნდიალის მასპინძლობის გამოცდილება აშშ-სა (1994) და მექსიკას (1970, 1986) აქვთ, ხოლო კანადაში პლანეტის მთავარი ტურნირი პირველად ჩატარდება.

0.118285