ჩოგბურთი

20:55 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაფას მე-11 “როლან გაროსის” ტიტული

რაფაელ ნადალი გახდა ჩოგბურთის ისტორიაში პირველი კაცი ჩოგბურთელი, რომელმაც “როლან გაროსის” ტურნირი კარიერაში მეთერთმეტედ მოიგო. ქალთა ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობა 11-ჯერ ასევე მარგარეთ კორტს აქვს მოგებული.

ნადალმა ფინალში ტომინიკ ტიმი 6:4, 6:3, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. ტიმმა მხოლოდ პირველ სეტში მოახერხა მეტ-ნაკლები წინააღმდეგობის გაწევა. მთლიანობაში რაფამ დამაჯერებლად იმარჯვა. ნადალმა 24 უნებლიე შეცდომა დაუსვა, ხოლო ტიმმა – 42.

ნადალმა ამ ტურნირის მოგებით 2.2 მილიონი ევრო გამოიმუშავა და მესამე ჩოგბურთელი გახდა ვისაც 100 მილიონი დოლარი დაუგროვდა. ჯოკოვიჩი - 110 მილიონი დოლარი. ფედერერი – 116 მილიონი დოლარი.

ხვალ ATP-ი განახლებულ რეიტინგს გამოაქვეყნებს, სადაც რაფაელ ნადალი ისევ პირველი ჩოგბურთელი იქნება.

0.113743