კალათბურთი

22:35 | 25.05.2018 | ნანახია 1564 - ჯერ

სუპერლიგის ბრინჯაოს მედლებისთვის რუსთავი და მგზავრები შეხვდებიან

სუპერლიგაში გადამწყვეტი მატჩები მიმდინარეობს. ფინალური სერიის ორი მატჩი ქუთაისში ჩატარდა და სანამ “დინამო” და “ქუთაისი” მორიგ მატჩებს თბილისში გამართავენ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სუპერლიგის ბრინჯაოსმედალოსანი გამოვლინდება.

ბრინჯაოს მედლებისთვის ერთმანეთს შეხვდებიან ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები – “რუსთავი” და “მგზავრები”. ქვემოქართლელებმა ნახევარფინალური სერია “ქუთაისთან” დაძაბულ ბრძოლაში წააგეს. ფინალისტის გარკვევას 5 მატჩი დასჭირდა. ქუთაისელებმა შინ გამართული გადამწყვეტი მატჩი მოიგეს და საერთო ანგარიშით – 3:2 იმარჯვეს. “მგზავრებმა” კი “დინამოსთან” ნახევარფინალური სერია 1:3 წააგო და არსებობის ისტორიაში პირველად იბრძოლებს ბრინჯაოსთვის.

მესამე ადგილისთვის მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხვალ, 26 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:47 | 13.02.2015
fc.chikhura (534)

ახლა გახდა ესეც პროფესორი და მარტო ამან იცის საქმის კეთება.ფედერაციიდან უნდა გაყარო ის მეჯოგეები პირველ რიგში.გინესის რეკორდი დაამყარეს პრეზიდენტათ არჩეული კაცს მოახსნევინეს თავი.კიდევ გამოდიან და აქებენ ამ ფედერაციას ვინც აქებს ყველანი ერთი დიდი საღორედან გამოსულები ხართ

20:17 | 13.02.2015
alejandro (44439)

ჩვეული ქართული ხასიათის გამოვლინება: აღარ არის მინისტრის მოადგილე და დაიწყო ყოფილი შეფის ლანძღვა!...
არ ცხვენია მაინც? დავით ყიფიანის შვილზე ამას რა ნამუსით ამბობს?
თავად ლევანიც არ არის ის კაცი,საკუთარი თავი ფეხბურთზე ან რამეზე წინ დააყენოს!
რომ არ ვიცოდე ვინ არის,ამ სიტყვებს არ ვიტყოდი...

19:16 | 13.02.2015
araza-1918 (6330)

უნიათო მინისტრი

0.082915
1564