ფეხბურთი

22:00 | 24.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "რუსთავი" დაამარცხა

ეროვნული ლიგის მე-13 ტურის პირველ შეხვედრაში "საბურთალომ" "რუსთავს" უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრაში ანგარიში სტუმართა მცველმა დავით კვირკველიამ მერვე წუთზე გახსნა, თუმცა 36-ე წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და მატჩში ანგარიში გათანაბრდა. გადამწყვეტი გოლი კი 78-ე წუთზე გავიდა, როდესაც გიორგი კოხრეიძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა.

"საბურთალომ" აღნიშნული გამარჯვებით 30 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე იმყოფება. "რუსთავმა" კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო და 14 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.

0.115492