სხვა

13:47 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დაუმარცხებელი ტოჩინოშინი ხვალ იოკოძუნა ჰაკუჰოს დაეჭიდება (+VIDEO)

სეკივაკე ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე მეთერთმეტე ქულა მოიპოვა და "იმპერეტორის თასისკენ” კვლავ ასპროცენტიანი შედეგით მიიწევს. დღეს ლევან გორგაძემ მეხუთე მაეგაშირას - იაპონელ კოტოშოგიკუს აჯობა, რომელთანაც აქამდე 31 შეხვედრიდან მხოლოდ 7 ჰქონდა მოგებული.

ქართველი სეკიტორი მორიგ ბრძოლას ხვალ, კიდევ უფრო უხერხულ მეტოქესთან – იოკოძუნა ჰაკუჰოსთან გამართავს, რომელთანაც ბაშოებზე ურთიერთშეხვედრებში უშანსოდ აგებს – 0:25. ჰაკუჰო მაისის სუპერტურნირზე ტოჩინოშინის უახლოესი მდევარია, კიდევ ერთ იოკოძუნასთან, კაკურიუსთან ერთად - ორივე მათგანს 10-10 ქულა აქვს.

რანგით მეორე, ძურიო დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუმ კი დღეს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში ჩაატარა ბრძოლა, რადგან ერთ-ერთი ტრავმირებული უმაღლესლიგელი ჩაანაცვლა. სეზონის მესამე ბაშო თეიმურაზ ჯუღელისთვის წარუმატებელია და ეს მეთერთმეტე ტურმაც დაადასტურა. 200-კილოგრამიანი ქართველი გოლიათის ანგარიშზე ორი გამარჯვების წილ უკვე ცხრა მარცხია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115156