ფეხბურთი

23:10 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხოჭოლავას ავტოგოლი კიევის "დინამოსთან" (+VIDEO)

უკრაინის ჩემპიონატი დასრულდა. დონეცკის “შახტარი” ბოლო ტურში კიევის “დინამოს” ეწვია და უქულოდ დარჩა – 1:2. პაულუ ფონსეკამ ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და არც შეუცვლია ჩვენებური დავით ხოჭოლავა.

ქართველს უიღბლო დღე ჰქონდა – 48-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოო 55-ე წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და სწორედ მაშინ დაფიქსირდა საბოლოო ანგარიში.

მიუხედავად უშუალო კონკურენტთან მარცხისა, “შახტარმა” სეზონი პირველ აგილზე დაასრულა 75 ქულით (“დინამოს” 2 ქულით აჯობა) და ბუნებრივია ჩემპიონი გახდა. იქამდე უკრაინის თასიც მოიგო. მოკლედ, ხოჭოლავამ დუბლი გაიფორმა.

მოგეხსენებათ, ქართველი მცველი “შახტარს” გასულ ზაფხულს შეუერთდა და ვერ ვიტყვით, რომ ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა, მაგრამ არც სათადარიგო სკამის მუდმივი მკვიდრი ყოფილა.

უკრაინის ჩემპიონატი: 14 მატჩი (12 პირველი წუთიდან) 1 გოლი (“ვერესთან”), უკრაინის თასი: 4 მატჩი (3 პირველი წუთიდან), ჩემპიონთა ლიგა: 4 მატჩი (1 პირველი წუთიდან).

0.137942