ფეხბურთი

2:10 | 11.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძის გოლი დანიის თასის ფინალში (+VIDEO)

დანიის თასს ვერ შესწვდა დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე. “სილკებორგი” კოპენჰაგენში “ბრონდბიუს” ვერ გაუმკლავდა და 1:3 წააგო. შესაბამისად, თასისას და ევროპა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა.

მარცხი მითუფრო დასანანია, რომ “სილკებორგი” აღნიშნულ მატჩს იგებდა. გოლი კი ჩვენებურმა სხირტლაძემ შეაგდო. 33-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელი კარგად გაიხსნა, თანაგუნდელმაც ჩინებული პასი გაუკეთა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, მოხდენილად, ტექნიკურად გადაავლო მეკარეს ბურთი თავზე.

“სილკებორგი” პირველივე ტაიმში ჩამორჩა და ბოლო წუთზე მესამეც გაუშვა. სხირტლაძემ 79-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ვაწაძე განაცხადში არ ყოფილა. აქვე გეტყვით, რომ 25 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, “სილკებორგს” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი აქვს გასამართი მიმდინარე სეზონში. დანიურ სუპერლიგაში დასარჩენი პლეი-აუთის საპასუხი შეხვედრა “ლიუნგბიუსთან”. ამ თამაშის ქართველების გუნდი 13 მაისს შინ გამართავს. პირველი მატჩი კი წაგებული აქვს (1:2) და ეს გოლიც სხირტლაძის ანგარიშზეა.

0.112195