ფეხბურთი

14:45 | 9.05.2018 | ნანახია 1217 - ჯერ

გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" სანქციები დაეკისრათ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გორის “დილასა” და თბილისის “დინამოს” მატჩის შემდგომ მომხდარ ინციდენტზე იმსჯელა და გადაწყვეტილებაც მიიღო. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, “დინამო” გულშემატკივრების მიერ ტრიბუნების დაზიანების გამო 3 ათასი ლარით დაჯარიმდა, ერთ მატჩიანი დისკვალიფიკაციით (უმაყურებლოდ) და სეზონის ბოლომდე პირობით დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ამასთან, თბილისელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ოთარ გაგნიძე გულშემატკივრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 მატჩით და 500 ლარით დაჯარიმდა, ხოლო გორის “დილას” 800 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

შეგახსენებთ, ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ადგილობრივ და სტუმარ ქომაგებს შორის დაპირისპირება მოხდა, შედეგად, გორის სტადიონი დაზიანდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:18 | 09.05.2018
vashla (1205)

და ვინმეს გონია რომ უმაყურებლოდ დინამოსთვის რამე სანქციაა ? უმაყურებლოდ არ თამაშობს 10 წელიააა

00:42 | 10.05.2018
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

20:35 | 09.05.2018
ogafa (10220)

20:23 | 09.05.2018
ირაოლა (563)

მარტო 10 წელი???

0.065345