ფეხბურთი

21:42 | 8.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: "ნახეთ, როგორ დაეწია კვირკველია ბეილს?"

მოსკოვის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი იური სიომინი სოლომონ კვირკველიას შესახებ საუბრობს. 70 წლის სპეციალისტის განცხადებით, კვირკველია მეფეა, რომელმაც კრიტიკოსები დაადუმა.

- კიდევ ერთი ნიშანი – ქართველი ჩემპიონ გუნდში?

- და როგორ! მეფე სოლომონი სერიოზული ქართველია. მისი გუნდში მოყვანა რთული იყო. მეუბნებოდნენ, მას არ აქვს სისწრაფე. მე კი ვპასუხობდი: ნახეთ საქართველოსა და უელსის მატჩი? როგორ დაეწია გარეტ ბეილს? ამით მათთვის ყველაფერი ნათელი გახდა.

- შარშან კვირკველია საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეთ...

- შარშან მართლაც ასე იყო, ეჭვი არ მეპარება. ახლა კი, ძნელია ჩემთვის არჩევანის გაკეთება, რომ ჩემი გუნდიდან ვინმე გამოვარჩიო. ამჯერად, პირველ ადგილზე გულშემატკივრებს დავასახელებდი.

სოლომონ კვირკველიამ 2017-2018 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 40 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. პრემიერლიგაში 28 თამაში, 2 გოლი, რუსეთის თაზე 1 მატჩი, 1 გოლი, ევროპა ლიგაზე 10 შეხვედრა 0 გოლი, რუსეთის სუპერთასზე 1 მატჩი 0 გოლი. საგულისხმოა, რომ კვირკველიამ ხსენებული 40 თამაში შეუცვლელად ჩაატარა.

0.116824