ძიუდო

22:55 | 7.05.2018 | ნანახია 2516 - ჯერ

მიხეილ გიორგაძე: "სამინისტრო კონკრეტულ პოზიციას უახლოეს მომავალში დააფიქსირებს”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა კულტურისა და სპორტის მინისტრთან – მიხეილ გიორგაძესთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზა ვერ დაინახეს, მაგრამ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადასაყენებლად კანონის ფარგლებში ბრძოლას აგრძელებენ და ქართული ძიუდოს ამ პრობლემას აუცილებლად გადაჭრიან.

სპორტსმენებისა და მინისტრის შეხვედრას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პარლამენტარები შოთა ხაბარელი და მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრნენ.

მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ქართულ ძიუდოში არსებული დაპირისპირება ძირეულ შესწავლას საჭიროებს და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან სიტუაცია ძალიან დაძაბულია. კულტურისა და სპორტის მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ პოზიციას სამინისტრო უახლოეს მომავალში დააფიქსირებს, ოღონდ იქამდე, გიორგაძე ორდღიანი საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ გაემგზავრება.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება და შესაძლოა ბევრი რამ სწორედ ყრილობაზე გადაწყდეს.


კომენტარები (32)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:08 | 21.05.2018
პანტელეიმონი (4347)

მე, რომ გადაწყვეტილების მიმღები ვიყო სპორტში, აი ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი:

1. ლიპოს სამუდამოდ ჩამოვართმევდი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის წოდებას.

2. ლიპოს, ჭრიკის, ადამას (მგონია ამათით უნდა შემოვიფარგლოთ, თუ რა თქმა უნდა ვინმეს არ ექნება დიდი სურვილი ამ სიას შეუერთდეს) წლის ბოლომდე ნაკრების წევრობას შევუჩერებდი და წლის ბოლომდე საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას არ დავუფინანსებდი.

3. ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს, რომლებმაც ამ "ბუნტში" მონაწილეობდნენ სამი წლით ავუკრძალავდი ძიუდოში მოღვაწეობას.

4. ბატონ დავით ქევხიშვილს დიდ მადლობას მოვუხდიდი ძიუდოში გატარებული რეფორმებისათვის, დავაჯილდოებდი ღირსების ორდენით და დავაკმყოფილებდი მის წერილობით "თხოვნას" ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვების შესახებ (მის წინააღმდეგ წარმოდგელი დაუსაბუთებული ბრალდებების არ მჯერა, მაგრამ სიტუაციის ამ დონემდე მიყვანაში მორალური პასუხისმგებლობა მაინც მან უნდა აიღოს).

5. სასწრაფოდ მოვიწვევდი რიგ გარეშე ყრილობას ძიუდოში, სადაც ავირჩევდი ძიუდოს ფედერაციის ახალ პრეზიდენტს (მაგალითად ოლიმპიურ ჩემპიონ ცირეკიძეს, რომელიც უშუალოდ იცნობს უკანასკნელ წლებში გატარებულ რეფორმებს ძიუდოში და თუ აქტიურად გააგრძელებს დავით ქევხიშვილის კურს. ამასთან არავითარ სიტუაციაში არ განვიხილავდი ხაბარელის კანდიდადურას ამ პოსტზე - ვითომ იკოგნიტო პერსონის, რომელიც ჩემი აზრით მართავდა და მართავს პროცესებს ქევხიშვილის წინააღმდეგ). ასევე დავამტკიცებდი წინასწარ შეთანხმებულ, ძიუდოს ეროვნული ნაკრების უცხოელ, კვალიფიცირებულ მწვრთნელს.

14:27 | 10.05.2018
Gio Giorgi (95)

დიდი ქოციანობა სანამ არ დასრულდება ქვეყანაში მანამდე ყველა სფეროში ზუსტად ასეთი ვითარება იქნება

00:29 | 10.05.2018
BEERTRANCE (97819)

აქაც ბიძინას მოსვლა თუ უშველის რა DDDDDDDDDDDDDDDDDდ

21:11 | 09.05.2018
judoge (107)

ცუდია, აღარ ჩატარდება ყრილობაო ისევ ვაკუუმში გვიწევს ყოფნა გულშემატკივარს ვერ გავიგებთ ვინაა მართალი ან მტყუანი

10:17 | 10.05.2018
tiko (6769)

ტარდება უეჭველი

08:46 | 10.05.2018
ალექსანდრე (6188)

როგორ არ ჩატარდება, დღეს 12 საათზე იწყება ყრილობა.

20:31 | 09.05.2018
judoge (107)

Iuridiulad qevxishvili ajobeb magram wasvlit sheileb mainc wavides

15:38 | 09.05.2018
judoge (107)

საინტერესო იქნება ხვალინდელი ყრილობა,

15:46 | 09.05.2018
tiko (6769)

ერთი სული მაქვს როდის გათენდება

14:56 | 09.05.2018
choloka (934)

მგონი მოვიდა დრო ქართველებმა ვისწავლოთ სხვებისგან რომ მოგებული სპორტსმენი დავაფასოთ,მადლობა ვუთხრათ,ლეგენდა ლეგენდად აღვიქვათ და თუ ვეღარ პირველობს გზა დაუთმოთ მას ვისაც ასაკიც უწყობს ხელს და პერსპექტივაც-სამწუხაროა რომ ასე სულ ერთიდაიგივე ხალხში ტრიალებს ეს პრეზიდენტობა--ასეა ბევრ ფედერაციაში,იქაც ყველაფერი სახეზეა

13:10 | 09.05.2018
პანტელეიმონი (4347)

მე რასაც ვხედავ და მესმის ლიპოს და კომპანიის მიზანი არის ნაკრების ძირითადი ბირთვის სასარგებლოდ გადანაწილდეს ძიუდოს ფედერაციის ბიუჯეტი და მგონია, რომ სწორედ ეს საკითხი უნდა განიხილოს პრინციპულად ყრილობამ. ვფიქრობ, ქევხიშვილის მიერ გატარებული რეფორმების დაფინანსების შეკვეცა მიუღებელი უნდა იყოს და ასევე უნდა გაანალიზდეს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სრულყოფილი მომზადებისთვის, შეჯიბრებისთვის და სამართლიანი ბონუსებისთვის გამოყოფილი თანხა საკმარისია თუ არა და თუ არა იქნებ სახელმწიფოსგან დამატებითი თანხის გამოყოფა იყოს გამოსავალი (იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოსაც შეზღუდული ფინანსური რესურსები აქვს).

12:42 | 09.05.2018
ალექსანდრე (6188)

ოლიმპიადის დიდი დარდი აღარ ააქვთ, წავიდა ის დრო როცა 1 მლნ აშშ დოლარს იძლეოდნენ ოლიმპიადის მოგებაზე (ამდენი მიიღრეს ზვიადაურმა, ცირეკიძემ და შავდათუაშვილმა) ახლა მხოლოდ 170 000 ლარია დაწესებული ოლიმპიურ ოქროზე (69400 დოლარის ექვივალენტი) აღარუნდა 4 წელი ცდა, მსოფლიოს მოგებაზე - 85 000, ევროპის მოგებაზე 51 000 და რეიტინგის პირველ ნომრობაზე 50 000 დოლარი და გადააჭარბეს ოლიმპიურ პრემიას. ამიტომ დღევანდელ კვერცხს ამჯობინებენ.

12:33 | 09.05.2018
ალექსანდრე (6188)

წლების მანძილზე ასე იყო ყველაფერი პირველ ნომრებს და არაფერი დანარჩენებს, მათ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატი და თბილისის ტურნირი. შეკრებები მთასა და ბარში ევროპასა თუ იაპონია-კორეაში, უამრავის სახვადასხვა ტურნირები, მაღალი ხელფასები და პრემიები. ამიტომ რაც ჩვენთან სხვაობა იყო პირველ ნომრებსა და მეორე-მესამეს შორის, სხვა არცერთ ქვეყანაში არ არის. შედეგად შეუცვლელად წარმოიდგინეს თავი და შედეგის გაუარესების გამო როცა იგრძნეს რომ აქცენტის გაკეთება სხვებზედაც დაიწყეს, იგრძნეს პრივილიეგიების მოკლების საფრთხე, აჯანყდნენ.

12:23 | 09.05.2018
sanzona (3181)

ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული ვინც გამოვა , დიდი რისკის ქვეშ ჩაიგდებს თავს. თუ ქევხიშვილი დარჩა თანამდებობაზე, ნაკრების ყოველ წარუმატებელ გამოსვლაზე, დღევანდელ მოწინააღმდეგე ბანაკს ექნება ნიშნისმოგების და წამოძახების საშუალება - აი რომ არ დაგვიჯერეთ იმიტომ არ გვაქვს შედეგიო. თუ ლიპო და ჭრიკი გაიტანენ თავისას, ნაკრების ჩავარდნის შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე ეტყვის - ახლც ქევხიშვილი ხომ არ გიშლიდათ ხელსო

11:47 | 09.05.2018
lagashi (6738)

ჩიხიდან გამოსასვლელად ქევხიშვილი უნდა გადადგეს, ჯერ ერთი ასე რომ აუმხედრდნებ ეს მისი მინუსია და მეორეც, რომ შეინარჩუნის სკამი, ამით მინიმუმ ლიპოს და ავთოს მოუწევთ კარიერის დასრულება ( თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე), ასევე ბევრი სხვა აღმოჩნდება უხერხულ მდგომარეობაში და არ არის გამორიცხული, ზოგი ახალგაზრდა უცხოეთში წავიდეს, ამიტომ უნდა გადადგეეეს. აი რომ გადადგება, 2-3 წლის მერე კიდევ უკეთეს ანალიზს გავაკეთებთ დღეს მიმდინარე პროცესებზე.

11:26 | 09.05.2018
judoge (107)

Getanxmebi megobaro sworad daaxasiate am aqciis mizani is xalxi aqtiurobs vinc titqmis unda chaanacvldes

11:13 | 09.05.2018
გარეჯი (3417)

თუ ქოცებიდან სერიოზული მხარდაჭერა არ მიიღო. ბერას პოსტიც საკმარისი იქნება

11:12 | 09.05.2018
გარეჯი (3417)

ჩემი აზრით ქევხო არიფი ყოფილა ინფორმაცია უნდა ქონოდა რა ხდებოდა და უნდა ემოქმედა ეხლა თავისი სიმართლის მიუხედავად და გადგკმა მოუწევს

09:49 | 09.05.2018
lagashi (6738)

ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება, ვინ შეიძლება წავიდეს 2020 წლის ოლიმპიადაზე? ლოგიკურად რომ მივყვეთ რა ვითარება შეიძლება იყოს 2 წლია მერე 60 კგ პაპინა მობერებული იქნება, ამიტომ ჩხვიმიანს მეტი შანსი აქვს, მაგრამ ვინმე თვლის ლუხუმს ოლიმპიადაზე მედლის კანდიდატად? (ორივე გამოსულია პრეზიდენტის წინააღმდეგ). 66-კგ მარგველაშვილი დიდი ალბათობით არავის დაუთმობს ოლიმპიადის საგზურს და რეალურად როგორც ფატალური გამოსვლა ისე უმაღლეს შედეგებზე გაწევაც შეუძლია ( ეს კაცი არ გამოსულა აქციაზე), 73-კგ აქაც ერთი კაცია გამოკვეთილი და ვინმე იტყვის რომ ოლიმპიადაზე უშანსოდ იქნება? ( არც ეს კაცი ჩანს აქციებზე), 81 კგ, აბა ვინ განიხილავს ტატალაშვილს ან რეხვიაშვილს ტოკიოს ოლიმპიადაზე? ( ორივე აქტიურობს ქევხიშვილის გადასაყენებლად), 90 კგ აქ ავთოს და მარგიანს ღვინიაშვილი ნამდვილად არ დაუთმობს საგზურს ( მგონი ღვინიაშვილი არ გამოსულა აქციაზე), 100 კგ მართალია ლიპარტელიანი კიდევ 2 წელი ნამდვილად არავის დაუთმობდა პირველ ნომრობას, მაგრამ როგორც გამოჩნდა სანებლიძე ძალიან პერსპექტიული ბიჭია და თუ არ დაჩაგრავენ არავინ იცის 2 წლის მერე რა ფორმაში იქნება. ახლა მძიმეში რა ამბავია, თუში არის მთავარი კანდიდატი ოლიმპიადის და მშვიდადაც არის, აი ადამი კი ხმაურობს.

11:09 | 09.05.2018
გარეჯი (3417)

სწორად აფასებ სიტუაციას და ამიტომაც იყო ახალგაზრდებზე აქცენტი გადატანილი. რაც ძველებს არ მოსწონთ ყველა ტურნირზე(პაესტკაში) თვითონ უნდათ წასვლა იცით რომ ყველა ტურნირზე საკმაო თანხით ჯილდოვდებიან სამეულში რომ მოხვდებიან. მაგრამ ქევხიშვილს სისუსტე გამოიჩინა და უნდა ქონოდა ინფორმაცია რა ხდებოდა ნაკრებში და თვითონ უნდა მიეღო მეტად მკაცრი გადაწყვეტილებები

11:29 | 09.05.2018
choloka (934)

მერე არ უნდა გაკეთდეს არჩევანი ახალგაზრდებზეე? რამდენჯერ მოხდა უკვე რომ ოქროს ველოდით და ვერ ავიღეთ სხვადასხვა წონებში,წლებიც უკვე მოემატათ,მომავალ ოლიმპიადამდე კი 2 წელია,თუ დავფიქრდებით ადვილიად მივხვდებით რაც ხდება

22:23 | 08.05.2018
fidofido (3392)

ლიპო და ჭრიკი სად იყავით როცა ოლიმპიადაზე ვერცერთი ოქრო ვერ ავიღეთ სად იყავით როცა თუნდაც ამწელს თBილისის გრამპრის თუარ ჩავთვლით ნაკრებმა ჩაისვარა მაშინ რატო არ აიმაღლეთ ხმა? როგორ დავჯეროთ რომ შენ მარგველამ და შავიმ ასე უსახელოდ რომ შემთხვევით წააგეთ? მწვრთნელი წავიდა ვთქვათ ქევხიშვილიც მიყვა და შედეგებზე პასუხს ვინ აგებს თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას თქვენს შედეგებზე? ადამა და ჭრიკის პროტესტი უკვე სასაცილოა სატირალი როარიყოს ჭრიკის 2 წელია რამე ღირებული არგაუკეთებია ადამა ხო წლებია არაფრის მაქნისი აღარაა

22:31 | 08.05.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

ოლიმპიადაზე ვერცერთი ოქრო რომ ვერ ავიღეთ, ლიპო და ჭრიკი ცრემლებს ვერ იკავებდნენ.
გულიანი ბიჭები არიან, მაგრამ ეს ზედმეტი "მიტინგობანა" მაგრად გაგვიჯდა სისხლში ზვიადას დროიდან მოყოლებული

11:31 | 09.05.2018
choloka (934)

ეს ცრემლები შველის საქმეს?

12:38 | 09.05.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

მაშინ ვერ უშველა. ეხლა ვნახოთ...

22:13 | 08.05.2018
KoRBeN DaLLaS (24838)

გიორგაძე "ისთერნ პრომოუშენის" ერთერთი ხელმძღვანელი იყო და იქნებ ბობი მაკფერინი ჩამოუყვანოს ძიუდოს ფედერაციას პრეზიდენტად
ჩავაგდებთ მსოფლიოს და ევროპას ? დონტ ვორი, ბი ჰეფი - გვეტყვის ძია ბობი გაღიმებული სიფათით და ჩვენც დავიჯერებთ

18:06 | 08.05.2018
sanzona (3181)

ჩვენთვის, როგორც გულშემატკივრებისთვის მეორეხარიხოვანია ვინ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი, ნაკრების მწვრთნელი ან ნაკრების წევრი პირველი ნომერი. მთავარია საქართველოს ჰქონდეს შედეგი - ტიტულები და მედლები. თუ დაუთმეს ლიპოს და შეიცვლება ფედერაციის ხელმძღვანელობა, მაშინ ლიპომ და ჭრიკიმ აიღონ პირადი პასუხისმგებლობა რომ ახალი ფედერაციის პირობებში საქართველოს ნაკრებს ექნება უკეთესი შედეგები და ამავე დროს არ დაიჩაგრებიან ნაკრების მეორე-მესამე ნომრები, ახალგაზრდები და ბავშვთა ძიუდო !!!

11:34 | 09.05.2018
choloka (934)

ასაკი უტევთ,ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას პირველი ადგილის და ოლიმპიური ოქროსას

23:30 | 08.05.2018
beso68 (2902)

+1

15:41 | 08.05.2018
BEERTRANCE (97819)

ეგ როგორ შეისწავლის ...

15:25 | 08.05.2018
Buratino (3505)

ჩემი აზრით, ამ მძიმე სიტუაციამდე საქმე ორივე მხარემ მიიყვანა და ორთავე დამნაშავენი არიან.
ქევხიშვილი რომ უნდა გადადგეს, ამ დასკვნამდე ალბათ თვითონვე მივა, რადგან სხვა შემტხვევაში ძიუდოს ეროვნულ ოჯახში დაპირისპირებები გაგრძელდება. თუმცა, თავისი წილი პასუხისმგებლობა ლიპომ და ნაკრების იმ წევრებმაც უნდა აიღონ, რომლებმაც ასე სამარცხვინოდ ჩააგდეს ევროპა. თუ მათ ეს ფიასკო განგებ განაპირობეს, ვაჟკაცურად აღიარონ და ბოლო შანსი ექნებათ, ხოლო თუ მართლაც ყველამ ერთად "ჩაისვარა", მაშინ არც არიან ნაკრების ღირსნი

14:10 | 08.05.2018
tomuri (1422)

ჭრიკის კარიერა დამტავრდა, ეგ ბექას 90-დან ვერ ამოაგდებს , ასე რომ არანაირი ნაკრებსი წევრი ეგა არაა, ლიპოს უკვე მობეზრდა ჭიდაობა, ოლიმოპიადამდე ვერ მიაღწევს, თუ მიაღწია შედეგეს ვერ დადებს, ამათი ბლატაობა ოლიმპიადის წინ დაიწყო და იმიტმაც შეეტყო მათ სედეგებს ოლიმპიადაზე, შეიძლება წევხიშვილი ანგელოზი არაა მარა რასაც ესნი ითხოვენ რომ ყვეკლაფერი ამათ უნდ დაახრჯონ, ეს არასწორია, მეორე და მესამე ნომრებს რომ არაფერს ახაჯებენ იმიტომაც ვერ ვითარედბიან მეორე და მესამე ნომრები, ესნი კი ნაკრებიდან მოსაჯკვეთები არიან ჩემი აზრით და ახალგაზრდებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, ამათმა თაობამ ამოწურა თავი, მართალია ქევხიშვილი

13:34 | 08.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

შოთA ხაბარელი უნდა დაბრუნდეს ფედერაციაში, თავის პროფესიით უფრო მეტი სარგებელი აქ შეუძლია მოუტანოს ქვეყანას და ხალხს, თუ მას ქვეყნისთვის რამე უნდა რომ გააკეთოს.

12:28 | 08.05.2018
judoge (107)

მინდა იმ ბიჭებს მივმართო ვონც შეუერთდა პროტესტს რომ გადადგეს ქევხიშვილი მერე თქვენ რა ისევ ეგ ლიპარტელიანი მოირგებს ყველაფერს თავის თავზე და მხარს რომ უჭერთ კითხეთ ერთი თქვენთვის მეორე მესამე ნომრებისთვის რას შეცვლის თორე მაგ სასტავს არც ისე აკლდა ფედერაციისგან რამე თუ ვინმეს რამე აკლდა ფედერაციისგან იყვნენ მესამე დს მეორე ნომრები

11:14 | 08.05.2018
თორღვა პანკელი (1138)

ვრც ქევხიშვილს და ვერც ბიჭებს ვერავის ვერ ვამართლებ ამ სიტუაციაში, ქევხიშვილი მოუწევს დათმობაზე წასვლა და თანამდებობის დატოვება, სხვანაირად უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ასეთ პირობებში როგორ უნდა იმუშაო, რაღაც პრობლემები თვალშისაცემიც კი იყო მაგრამ გაუმართლებელია ასეთ გაუგებრობას და ერთმანეთისადმი ძიუდოს შიგნით ასეთ დაპირისპირებას ქონდეს ადგილი.

11:16 | 08.05.2018
iceman (2988)

რომ გადადგეს ამან შეიძლება კიდევ უარესი შედეგები მოიტანოს

11:26 | 08.05.2018
თორღვა პანკელი (1138)

შესაძლებელია ძმაო ხომ ვამბობ მე საერთოდ ვერ გავიგე რა ხდება, თუ საღმა აზრმა არ გაიმარჯვა ასე შეიძლება ძიუდო დაკლან სააღდგომო ბატკანივით.

11:13 | 08.05.2018
iceman (2988)

მე მაინც მგონია რომ ლიპო და ჭრიკი ოლიმპადის მერე მორალურად გატყდნენ და მათი მთავარი ფიქრი ძიუდო კი არა არამედ ისაა ძიუდოს კარიერის დამთავრების მერე რა გააკეთონ, შესაბამისად როცა სპორცმენი ამაზე იწყებს ფიქრს ის შედეგს ვეღარ დადებს. თუმცა ამაში ფედერაციაც მგონია დამნაშავე რადგან ოლიმპიადის მერე საჭირო იყო მათთან განსაკუთრებული ფსიქოლოგიური სამუშაოების ჩატარება და არა იგნორი

11:36 | 09.05.2018
choloka (934)

100%

09:57 | 08.05.2018
გარეჯი (3417)

რა იყოთ ხალხნო პირად შეურაწყობებზე ნუ გადახვალთ. ძიუდოისტი იყო არც ისე ცუდი. გინება და კიდე შეურაწყოფეფი მე მგონი არ ღირს. იქ იმისთანა სახეები გამოჩდნენ რომლებსაც ბევრი არაფერი არ აქვთ ქევხიშვილზე სათქმელი. არ გეგონოთ რომ მე ეხლა ვინმეს ვიცავ. ჩემი აზრითაც უნდა წავიდეს სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს. მსოფლიოზე კარგ შედეგს პირი არ უჩანს და მერე კი ალბათ მიწაში ჩადებენ. ოღონ თავისი სათქმელი თქვას უთქმელად თუ წავიდა მაშინ .???

02:43 | 08.05.2018
mushni (93559)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

00:32 | 08.05.2018
პანტელეიმონი (4347)

ქევხიშვილი დღეს იქნება, თუ ხვალ ალბათ გადადგება, მაგრამ საქმე ის არის რომ გინდა პროფესორი დაარქვი და გინდა მსოფლიო ტალანტი, ესენი არა მარტო ფორმულირებას ვერ ახდენენ თავიანთი პრეტენზიების, არამედ იმასაც ვერ ხვდებიან როგორ ანადგურებენ ქართული ძიუდოს საერთაშორისო ავტორიტეტს იმით რომ დასვრილი ნიფხვები სახალხოთ გამოფინეს და ესეც არ იკმარეს მსოფლიოს გააგებინეს რომ ჩავისვარეთ.
ეს და ასეთი ფორმით რომ ხდება ჩავისვარეთ ყველამ: ქევხიშვილმაც, ლიპომ და კამანდამაც, სამინისტრომაც და გულშემატკივარმაც ! ! !

02:41 | 08.05.2018
mushni (93559)

არ გეთანხმები არაფერში ბრატ

23:35 | 07.05.2018
fidofido (3392)

ჭრიკი ძალიან დიდ პატივს გცემ მაგრამ იმ ძველი ჭრიკის აჩრდილიღა ხარ დარჩენილი ნათლიებმა ან ნამეტანი ბინძური თამაში წამოიწყეთ ან დაგვიანებულია.ვინ გყავთ ჭკუის დამრიგებელი რა ორუჯოვი და რის მოურა იმათ რაიციან რახდება აქ ვინაა მართაი და ვინ მტყუანი. თუ დაიწყეთ გვითხარით რამოხდა რას აპროტესტებთ მარტო გადადგეს რასნიშნავს

23:33 | 07.05.2018
fidofido (3392)

თუ მართალია ქევხიშვილი არანაირად არუნდ აწავიდეს. გაფიცვის ფორმა არასწორია როცა პროფისიონალი გქვია ხარ ევროპის, მსოფლიო ჩემპიონი თუ პრიზიორი აგდებ ევროპის ჩემპიონატს აგებ უშანსოდ და მერე ხელს სხვისკენ გაიშვერ ეგ უკვე გულშემატკივრის დაუფასებლობაა. გამოსულიყო მთელი ნაკრები გულშემატკივრისთვის ბოდიშ მოეხადათ.

23:19 | 07.05.2018
luka08 (622)

სადაც არ უნდა იყო , როცა აღარავის უნდიხარ , იქ რატომ უნდა გაჩერდე ? 100%-ით მართალიც რომ იყოს ქევხიშვილი ( არ ვიცი იქ რა ხდება ბუნებრივია ), უნდა წავიდეს , რადგან მთელი ნაკრები მოითხოვს ამას .
გიორგაძის დალაგებული სპორტი კიდევ არ გაიშვას არსად .

02:42 | 08.05.2018
mushni (93559)

კაპიტანი რომ დაგიპორსპირდება იქვე სამარე უნდა გაითხარო+1

11:39 | 09.05.2018
choloka (934)

რად უნდა ძმაო ძიუდოს კაპიტანი?ეს ისე უფროა ნათქვამი

01:41 | 10.05.2018
mushni (93559)

ლიპოს..ვიგულისხმე

0.063313