ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა მონტე-კარლოს მასტერსის მეოთხედფინალში დომინიკ ტიმი 6:0, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 70 წუთს გაგრძელდა.
ნადალმა აღნიშნულ ტურნირზე 66-ე მატჩი მოიგო და კარიერის განმავლობაში მხოლოდ ოთხი წაგება აქვს. ასევე "გრუნტის მეფედ" წოდებულმა ესპანელმა აღნიშნულ საფარზე მოგება-წაგების ბალანსი (394-35) გაზარდა. ნადალი მონტე-კარლოს ტურნირის მე-11 ტიტულისთვის იბრძვის, სულ კი რაფას 30 მასტერსი აქვს მოგებული. ასევე, ნადალმა მერვედ შეძლო მონტე-კარლოს მასტერსზე მატჩში მინიმუმ ორი გეიმი დაეთმო, ხოლო ტოპ 10-ის ჩოგბურთელებთან პირველად შეძლო მეტოქის ასეთი განადგურება.
ნადალი ნახევარფინალში დიმიტროვს შეხვდება, რომელსაც მეთორმეტედ შეხვდება და მხოლოდ ერთი წაგება აქვს. ასევე, რაფას მსოფლიო რეიტინგში პირველობის შესანარჩუნებლად აღნიშნული მასტერსის მოგება მართებს.
მეორე ნახევარფინალურ წყვილს რაც შეეხება, კეი ნიშიკორმა მარინ ჩილიჩი 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა, ხოლო იაპონელის მეტოქე რიშარ გასკეს და ალექსანდრ ზვერევს შორის გამარჯვებული იქნება.