ნოვაკ ჯოკოვიჩმა “მონტე კარლოს” მასტერსის პირველ წრეში თანამემამულე დუშან ლაიოვიჩი 6:0, 6:1 გაანადგურა. გამარჯვების შემდეგ ჯოკოვიჩმა თავის მწვრთნელებზე ისაუბრა.
“დიდი ხანია ჩოგბურთის თამაშისგან ასეთი სიამოვნება არ მიმიღია. მთავარია, რომ ტკივილის არ განვიცდიდი. რაც შეეხება ჩემს მწვრთნელებს, ანდრე აგასთან და რადეკ შტეპანეკთან საჩოგბურთო ურთიერთობა დასრულდა, იმედია ვიმეგობრებთ. დამიბრუნდა ჩემი მწვრთნელი ვარიან ვაიდა, რომელიც ძალიან მომნატრებია. თითქოს ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. ის ჩემი მეგობარია, ვაიდა ყველაზე კარგად მიცნობს, ვისაც კი გავუწვრთნივარ”- განაცხადა ნოვაკმა.