კატალონიის „ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის შეძენას აპირებს. Sport-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ მთავარი სამიზნე „სევილიას“ ფეხბურთელი კლემენ ლენგლე იქნება.
ფრანგი მცველის ტრანსფერი „ბარსას“ 45 მილიონი ევრო დაუჯდება. აღსანიშნავია, რომ ანდალუზიელებმა ლენგლეს შესაძენად 2017 წლის იანვარში 4.5 მილიონი ევრო გაიღეს.
მიმდინარე სეზონში ლენგლემ 30 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.