ირაკლი მაისურაძე ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის მწვრთნელია, რომელიც აკადემიაში U 16 ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, დეიან პროკიჩის ასისტენტია. კიდევ ერთი ასისტენტი ზორან პენო იქნება. ეს გუნდი მოგვიანებით მონტენეგროში, ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება. იქ ზაზას აკადემიის გუნდი მადრიდის "რეალს" შეხვდება. და კიდევ სამ გუნდს.
13 აპრილი. რეალი - ზაზას აკადემია.
14 აპრილი. კლუჟი - ზაზას აკადემია.
14 აპრილი. მოგრენი - ზაზას აკადემია.
15 აპრილი. 3-ქულიანების და ჩატენვების კონკურსი.
15 აპრილი. ფინალი (მანამდე - III, V, VII ადგილებისთვის თამაშები).
ვუსმენთ მწვრთნელს. ირაკლი მაისურაძე: "ძალიან დიდი ისტორიის მქონე ტურნირია. ვართ სერიოზულ ჯგუფში. ამ ასაკში მონტენეგროს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, "მოგრენი", "რეალი" და რუმინეთის საუკეთესო გუნდი "კლუჟი". ვცდებით, რომ ღირსეულად ვითამაშოთ და ბავშვებმაც კარგი გამოცდილება უნდა მიიღონ.
- ბავშვები მზად არიან ამ დონის ტურნირისთვის?
- ი.მ: "დიახ, მზად არიან. ამ გუნდის დიდი ნაწილი ბელგიაში, დიდ საერთაშორისო ტურნირზე თამაშობდა და ჩემპიონი გახდა. ვიცით, რომ ეს ტურნირი უფრო სერიოზული გამოცდა იქნება. ვატარებთ ინტენსიურ ვარჯიშებს და მინდა მადლობა გადავუხადო გამოცდილების გაზიარებისთვის ჩვენს მთავარ მწვრთნელს, დეიან პროკიჩს. მასთან ერთად მუშაობა ჩემთვის სასიამოვნო და აუცილებელი გამოცდილება არის.
- გუნდი თითქმის მთლიანად ზაზა 1-ის მოთამაშეებით დაკომპლექტდა...
- ი.მ: "დიახ. დავიმატეთ ჩვენი მეორე გუნდიდან გაგი გვილია, რომელიც მანამდე "ქუთაისიდან" გადმოვიდა. სხვა მხრივ, დიახ, ყველა მოთამაშე ამ ასაკობრივის პირველ გუნდშია.
- შემადგენლობა გვითხარით.
- ი.მ: "გამთამაშებლები - დაჩი ქავთარაძე, მათე კაპანაძე, ოთო სულაკაური. მეორე ნომრები - ნიკა გაფრინდაშვილი, გაგი გვილია. ფორვარდები - ირაკლი კილაძე, ვახო გოგბერაშვილი, პაპუნა ცხვედიანი, ნიკა კირიაკიდი. და გვყავს სამი ცენტრი - გიორგი კოპაძე, ილია ხუციშვილი და საბა შარვაშაძე.
ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის პრესსამსახური