ჩოგბურთი

23:20 | 7.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასი: საქართველო ლუქსემბურგთან მარცხდება

საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პლეი-ოფში ლუქსემბურგს ხვდება და პირველი სათამაშო დღის შემდეგ 0:2 მარცხდება. ერთეულთა თანრიგში გამოცდილმა, მსოფლიოს 29-ე ნომერმა ჟილ მიულერმა 17 წლის ზურა ტყემალაძე 6:3, 6:2 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში კი უგო ნასტასიმ (ურეიტინგო) გიორგი ცივაძე მძიმე ბრძოლაში 3:6, 7:5, 6:4 დაამარცხა. გიორგის შეეძლო ანგარიში გაეთანაბრებინა, რადგან მეორე სეტში ბრეიკით 3:1 იგებდა...

ხვალ წყვილთა თანრიგში მიულერი და ნასტასი ალექსანდრე მეტრეველს და ცივაძეს შეხვდებიან. ლუქსემბურგს წყვილში გასამარჯვებლად და ჯგუფში დასარჩენად ერთი მოგება უნდა, ხოლო საქართველომ სამივე მატჩი უნდა მოიგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო წლის დევისის თასზე საქართველო ევრო-აფრიკული ზონის მესამე ჯგუფში იასპარეზებს.

0.121775