პოლონეთის თასის ნახევარფინალში ქართული დაპირისპირება შედგა. ნიკა კაჭარავას “კორონამ” საკუთარ მოედანზე ლუკა ზარანდიას “არკა” 2:1 დაამარცხა და ფინალისკენ საწყისი ნაბიჯი გადადგა. კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდეც ითამაშა, ხოლო ლუკა მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა.
სასიამოვნოა, რომ ორივე ქართველი მთავარ როლებში იყვნენ: კაჭარავამ დუბლი გაიფორმა (მე-14 და 70-ე წუთებზე), ხოლო ზარანდიამ 81-ე წუთზე დალაშქრა მასპინძელთა კარი და თავის გუნდს მეორე თამაშის წინ მშვენიერი შანსი დაუტოვა.
კაჭარავამ ჯერ ახლო მანძილიდან მეკარის მოგერიუბულ ბურთს დაამატა თავით, ხოლო შემდეგ თანაგუნდელის დარტყმული მოხვდა და გოლიც მის ანგარიშზე ჩაიწერა. რაც შეეხება ზარანდიას - ლუკამ მეტოქეს მოედნის ცენტრში მოპარა ბურთი და დრიბლინგი გოლით დაასრულა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 17 აპრილს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ “არკა” პოლონეთის თასის მოქმედი მფლობელია. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი, “გორნიკი” შინ “ლეგიას” დაუზავდა (1:1).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ადმინ ისე თუ გაინტერესებთ, ადამიანი რომელიც წლებია პირველი თქვენ საიტზე შემოვდივარ სპორტული სიახლეებისთვის, აი ამ საშინელი ავერსის რეკლამების გამო ხმამაღლა რო ირთვება ყველა ვიდეომდე, აქტიურად ვეძებ უკვე სხვა საიტს და ვიპოვე კიდეც, აქ შემოსვლას აღარ ვაპირებ, მშვენიერი და უთვალავი რეკლამის გარეშე საიტი ვნახე აგერ, ჩემი დაკარგვა არაუშავს სხვებს მოუფრთხილდითstripslashes((strlen('https://popsport.com/article/2635-polonetshi-mkholod-kartvelebs-gaakvt-kacharavas-dubls-zarandiam-ertit-upasukha')>0?' https://popsport.com/article/2635-polonetshi-mkholod-kartvelebs-gaakvt-kacharavas-dubls-zarandiam-ertit-upasukha':' https://popsport.com/article/2635-polonetshi-mkholod-kartvelebs-gaakvt-kacharavas-dubls-zarandiam-ertit-upasukha'))
ზარანდიას ცოტა გააქვს და ძირითადად თასზე, მაგრამ თუ გააქვს ყველა კარგები
)
გაიტანდა,რაც აქ გოლები მაზა ალბათ მთელი მარაგი ამოწურა
ყოჩაღ
კაჭარავას გოლები შეიძლება შედევრები არაა მაგრამ რაც მთავარია რეგულარულად იტანს, აი ორი ქართველის გოლი ერთ თამაშში მართლაც ძალიან კარგია, მერე რა რომ პოლონეთის ჩემპიონატია, ერთი სიტყვით ამ ბოლო დროს ერთობ კარგმა და სასიამოვნო ნიავმა დაუბერა ქართულ ფეხბურთს და ქართველ ფეხბურთელებს, მოკლედ აშკარად წააგავს ეს ყველაფერი რეანიმაციაში მყოფ ქართული ფეხბურთის გონზე მოსვლის ნიშნებს.
კარგია, რაც შეიძლება მეტი გოლი რომ ეს მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდეს, გოლის გატანა უნდა ვისწავლოთ გოლის
ეს მატჩი უნდა ჩავსწეროთ საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში

ნიკოლოოზ... თამაშგარიდან დროზე ამოდი, ხოლმე
უკანალით გატანილი გოლი პირველად ვნახე

ფუი ეშმაკს. ქართულ ფეხბურთს მშვენიერი გაზაფხული უდგას. სასიამოვნოა ზარანდიას გამოჩენაც ძალიან ნიჭიერი ბიჭია
წარმატებები ორივეს