ფეხბურთი

18:09 | 4.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: „რუსთავმა“ წარუმატებელი სერია „სიონთან“ შეწყვიტა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური დღეს, თბილისში, ბოლნისის „სიონისა“ და „რუსთავის“ შეხვედრით გაიხსნა. რუსთაველებს პირველ ტურში „დინამოსთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ზედიზედ სამი თამაში ჰქონდათ წაგებული, ამჯერად კი ნავსი გატეხეს და მეორე გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში.

ანგარიში 39-ე წუთზე გაიხსნა, ბოლნისელებმა საკუთარი საჯარიმო მოედნის მისადგომებთან თამაშის წესი დაარღვიეს, სტანდარტულს „სიონის“ საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც რუსთაველთა მცველმა მამუკა კობახიძემ ისარგებლა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა.

მეორე ტაიმში ბოლნისელები მდგომარეობის შეცვლას ცდილობდნენ, აქტიურობდნენ, თუმცა „რუსთავი“ თავს კარგად იცავდა და უფრო მეტიც, თამაშის მიწურულს მეორე გოლიც გაიტანა - შეცვლაზე გამოსულმა ოთარ მარცვალაძემ ბოლნისელთა საჯარიმოში მცველი ჩამოიშორა და კარგი გადაცემით ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა ბექა მიქელთაძე, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ეროვნული ლიგა. V ტურის მატჩი.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“.

სიონი (ბოლნისი) - რუსთავი 0:2 (0:1)

სიონი: მუჯრიშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, ქიქავა, ხმალაძე (59. სიხარულია), მანაგაძე (83. ლეჟავა), მიქაბერიძე, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, ბერიაშვილი (59. კოშკაძე), დვალი

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

რუსთავი: რევიშვილი, ცარიკაევი, კობახიძე, ცხოვრებოვი, პაპავა (90. პაპავა), ცინცაძე, ფონიავა, გაბულოვი, მიქელთაძე, ქავთარაძე, ციცქიშვილი (64. კვირკვია / 81. მარცვალაძე)

მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი

გოლები: 0:1 კობახიძე (39), 0:2 მიქელთაძე (89)

გაფრთხილება: ქიქავა (11), გაფრინდაშვილი (15)

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

მეხუთე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს გაიმართება - 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლიდერი „საბურთალო“ „ლოკომოტივს“ დაპირისპირდება, ტურის დარჩენილი სამი მატჩი კი ხვალ, 5 აპრილს ჩატარდება:

„ჩიხურა“ - „დინამო“ (თბილისი. „დავით პეტრიაშვილის არენა“. 16:00 საათი)

„კოლხეთი“ - „დილა“ (ზესტაფონი.“დავით აბაშიძე“ . 18:00)

„ტორპედო“ - „სამტრედია“ (ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 21:00)

0.133786