ფეხბურთი

21:22 | 31.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" უდანაკარგოდ სვლას განაგრძობს

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში "საბურთალომ" სტუმრად "რუსთავი" 2:0 დაამარცხა. თბილისურმა გუნდმა მეტოქე მატჩის ბოლოს გატეხა. 86-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე სტუმრები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ვაგნერ გონსალვეშმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ოთხ შეხვედრაში საბურთალომ მაქსიმალური 12 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატს ლიდერობს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 11 გოლი გაიტანა და მხოლოდ ორი გაუშვა. მეორე ადგილზე ჯერჯერობით "ჩიხურა" რვა ქულით იმყოფება. ვლადიმერ გაზაევის შეგირდების აქტივში კი მხოლოდ სამი ქულაა და "რუსთავი" მერვე პოზიციაზე იმყოფება.

0.116884