ფეხბურთი

12:42 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბობ უილსონი: “არსენალს დიდი პოტენციალი აქვს”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბობ უილსონმა ბრიტანულ პრესასთან გუშინ გამართული შეხვედრების შემდეგ “მეთოფეთა” ძირითადი და სარეზერვო გუნდების შესახებ ისაუბრა.

“ვენგერს კარგი გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, ფეხბურთელთა პოტენციალიდან გამომდინარე, ფრანგმა მწვრთნელმა ბოლო წლებში ყველაზე ძლიერი გუნდი წელს დააკომპლექტა. რა თქმა უნდა, ბერგკამპის, ვიეირასა და ანრის დროინდელ “არსენალთან” შედარება არ იქნება მართებული, თუმცა დამდეგ 2 წელიწადში დღეს არსებული კონტინგენტით შესაძლებელია კლუბს კვლავ დაუდგეს წარმატებული ხანა”.

“საუკეთესო ბრიტანელი ახალგაზრდები “არსენალში” შეიკრიბნენ. ამ თვალსაზრისით ვენგერის გუნდს დიდ ძალა აქვს სამომავლო მიზნების განსახორციელებლად”, – აღნიშნა უილსონმა.


დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115911