საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ლიტვასთან (4:0) მატჩი შეაფასა. ახალგაზრდა ფეხბურთელის განცხადებით, რომელმაც გოლის გატანაც მოახერხა, ბედნიერია, რომ კარგი დებიუტი ჰქონდა.
“პირველივე თამაშში გოლი გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვარ. ვეცდები, რომ მომდევნო მატჩებშიც ასევე ვიყო მოტივირებული და მაღალ დონეზე ვითამაშო. რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მომენტების რეალიზაციაც კარგი იყო. მეორე ნახევარში უკვე უფრო ბურთის ფლობაზე ვფიქრობდით, რადგან 4:0 ვიგებდით. მეორე შეხვედრაზე არყოფნის მიზეზი თავიდანვე შეთანხმებული იყო მხარეებს შორის”, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ლიტვა 4:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ 69 წუთი ითამაშა. 18 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.