ფეხბურთი

21:30 | 23.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლამაზი გოლის ფასი

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში 1:0 მოუგო ფარერის კუნძულებს. შესაბამისად, ქართველები ჯგუფში მესამე ადგილზე გადავიდნენ, ეგაა, პოლონეთსა და დანიას საკმაოდ ჩამორჩებიან.

21-წლამდელებს ოფიციალურ შეხვედრაში პირველად უხელმძღვანელა გიორგი ცეცაძემ. შედეგის მხრივ, დებიუტი წარმატებულია, თუმცა საზომი მაინც დანიასთან მატჩი იქნება. დანია გაცილებით ძლიერია, მათთან კი 26 მარტს ვითამაშებთ ასევე გორში.

თამაში ვერ იყო სანახაობრივი, მაგრამ გოლი გავიდა მშვენიერი. მეორე ტაიმი როგორც კი დაიწყო, ქართველებმა ბურთი წაართვეს და 18 პასი გადააბეს, რაც გოლით დაასრულეს: ბოლოს ცოტნე ნადარაია გაიჭრა მარცხნიდან, საჯარიმოში შეაგორა ბურთი, იქ გიორგი ხარაიშვილისგან მიუვიდა ოტარ კიტეიშვილს, რომელმაც ქუსლით დაუტოვა ლუკა ზარანდიას და პოლონეთის "არკას" გარემარბმა ძლიერი დარტყმით გაიტანა - 1:0.

სამწუხაროდ, ბევრი პრობლემაა. ცოტას მოძრაობენ ჩვენი ფეხბურთელები. ასეთი ნელი გადაადგილებები ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება და კარგს არაფერს მოგვიტანს. ხშირ მონაკვეთებში შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ჩვენს ფეხბურთელებს თამაშის წყურვილი არ ჰქონდათ. უფრო მეტი შეტევა და აგრესია იყო საჭირო.

იმედია, დანიასთან სხვაგვარი თამაში იქნება და წამყვანი ფეხბურთელები უკეთ წარმოაჩენენ თავს.

ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ეტაპი

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

საქართველო-ფარერები 1:0 (0:0)

საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი, გიორგაძე, ქანთარია, შულაია, ნადარაია, ცეცხლაძე, ხარაიშვილი (მიქელთაძე 59), კიტეიშვილი, ზარანდია, არაბიძე (ბერიძე 74)

მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

ფარერები: კ.ჰანსენი, მაგნუსონი, დანიელსენი, ვარდუმი, იაკობსენი, ე.ნილსენი, ბიარტალუდი, ტომსენი, მ.ოლსენი, ჰაინესენი (ა.ოლსენი 78), პეტერსენი

მწვრთნელი: ელი ჰაინცე

გოლი: 1:0 ზარანდია (47)

გაფრთხილება: მ.ოლსენი

მსაჯი: ოვანესიანი (სომხეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059832