ფეხბურთი

18:17 | 22.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე: "ძალიან ბედნიერი ვარ"

საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა გიორგი ჩაკვეტაძემ ლიტვასთან და ესტონეთთან მატჩების წინ კომენტარი გააკეთა. 18 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ეროვნულ გუნდში პირველად უხმეს, ვაისს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

“დიდი მადლობა ვლადიმირ ვაისს, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახა, ძალიან გახარებული ვარ. ვფიქრობ, ერთა ლიგის ფავორიტები ვართ და ეს ამხანაგური მატჩები დაგვეხმარება შეთამაშებაში. ოპტიმალური შემადგენლობით შევიკრიბეთ ხოჭოლავას ტრავმას თუ არ ჩავთვლით. მიუხედავად იმისა, რომ სპარინგებია, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ”, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 24 და 27 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – ჯერ ლიტვას, ხოლო შემდეგ ესტონეთს უმასპინძლებს. ორივე თამაში 19:00 საათზე, “მიხეილ მესხის” სტადიონზე გაიმართება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.

0.119355