ფეხბურთი

11:44 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

უელბეკმა “არსენალში” ანრისა და ბენდტნერის მიღწევა გაიმეორა

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა დენი უელბეკმა გუნდის ყოფილი ფორვარდების ფრანგი ტიერი ანრისა და დანიელი ნიკლას ბენდტნერის მიღწევა გაიმეორა.

უელბეკი კლუბის არსებობის ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ თრიქი შეასრულა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში უელბეკმა თურქეთის “გალათასარაისთან” შინ მოგებულ (4:1) მატჩში გოლები 22-ე, 30-ე და 52-ე წუთებზე გაიტანა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111108