სანამ სხვები ფულის მოხვეჭაზე არიან თვალებდაჭყეტილნი და ამისათვის ათასგვარ ხრიკს იგონებენ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული ალექს ფერგიუსონი არ აჰყვა სარფიან შეთავაზებებს და ლექტორობა გადაწყვიტა.
აგერ უკვე რამდენიმე თვეა, სერ ალექსი ჰარვარდის ცნობილ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და მის ლექციებზე ისეთი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ წითური შოტლანდიელის ლექციების ინტერნეტით ტრანსლირების გადაწყვეტილება მიიღო, რათა ფერგიუსონის სიტყვები ყველა მსურველმა მოისმინოს.
სერ ალექს ფერგიუსონის ლექციები ძირითადად მენეჯმენტის საკითხებს ეხება, რაც ალბათ დაგვეთანხმებით, რომ “მანიუს” ყოფილმა მესაჭემ უდავოდ შესანიშნავად იცის. მენეჯმენტის ამბებში ფერგიუსონის დიდ ნიჭზე თავის დროზე მის მიერ არაერთხელ აღორძინებული მანჩესტერული კლუბიც მეტყველებს.







