ფეხბურთი

20:30 | 11.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიამ "ბაზელს" გამარჯვების გოლი გაუტანა (VIDEO)

შვეიცარიის სუპერლიგის XXV ტურის მატჩში "ლუცერნი" ქვეყნის საუკეთესო გუნდს, "ბაზელს" დაუპირისპირდა და დაამარცხა კიდეც - 1:0.

ჩვენთვის გამოსარჩევია, რომ გამარჯვების მომტანი გოლი შვეიცარიის მოქმედი ჩემპიონის კარში ვაკო გვილიამ გაიტანა. 23 წლის ჩვენებურმა 46-ე წუთზე დაამწუხრა მეტოქე. ეს ვაკოს სადებიუტო გოლია შვეიცარიაში გადაბარგების შემდეგ. აქვე გეტყვით, რომ წინა ტურში საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ზედიზედ ორჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

შეგახსენებთ, ვაკო "ლუცერნის" წევრი იანვარში გახდა და ჯერ სულ რაღაც 5-ჯერ მოირგო გუნდის მაისური, მაგრამ ლიდერის ფუნქციებს დღითიდღე ითავსებს. "ლუცერნს" ამ გამარჯვების შემდეგ 34 ქულა დაუგროვდა მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

ჰოლანდიის ერედივიზიონის 27-ე ტურში განადგურდა “ვიტესი”. არნემელების მთავარი პრობლემა მიმდინარე სეზონში არასტაბილურობაა, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მაგალითად, წინა ტურში “ვიტესმა” თვით “აიაქსი” დაამარცხა, ხოლო ამჯერად “უტრეხტთან” 1:5 განადგურდა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ, რომელსაც ბუნებრივია ასეთ თამაშში თავი არ გამოუჩენია. “ვიტესს” 41 ქულით მეექვსე ადგილი უკავია.

ბელგიის იუპერ ლიგის 30-ე ტურში გამარჯვება მოიპოვა “გენტმა”, რომელმაც სტუმრად “გენკი” დაამარცხა 2:1. ზედიზედ მეორედ ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, ჩვენებური მოედანზე 62-ე წუთამდე იმყოფებოდა. “გენტმა” რეგულარული სეზონი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა 50 ქულით.

0.113465