ეროვნული ლიგის მეორე ტურის შემდეგ ლიდერიც გამოიკვეთა და აუტსაიდერიც. ზესტაფონში, „დავით აბაშიძეზე“ „კოლხეთმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა, მაგრამ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
ეს სრულად მეორე ტაიმზე ითქმის, თორემ პირველი ნახევრის შემდეგ ფოთელები მეტოქეს ლაშა გოგონაიას გოლით ამარცხებდნენ. აი, მეორე ტაიმში თამაშის სცენარი რადიკალურად შეიცვალა და თბილისურმა გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. „საბურთალოს“ სულ რაღაც 7 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ წინ დაწინაურებულიყო.
გორგიაშვილმა გაათანაბრა, ხოლო კოხრეიძემ წინ გაიყვანა თავისიანები. ბოლოსკენ უკვე რეხვიაშვილმა და ტატანაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
„საბურთალო“ ჯერჯერობით ერთადერთია ეროვნულ ლიგაში, რომელსაც ორი ტურის თავზე ქულაც არ დაუკარგავს, ხოლო „კოლხეთი“ პირიქით - უქულოდაა. თუმცა, ფოთელთა მდგომარეობის სიმძიმე ბურთების ბალანსიდანაც ჩანს: 2:10.
„კოლხეთი“ – „საბურთალო“ 1:4 (1:0)
გოლები: 1:0 გოგონაია (20, პენ), 1:1 გორგიაშვილი (47), 1:2 კოხრეიძე (54), 1:3 რეხვიაშვილი (76), 1:4 ტატანაშვილი (88, პენ)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ მიხიჩა წიინ ტორპედო მადლობა ბიჭებს ამ გამარჯვებისთვის
კოლხეთის ხელმძღვანელობას მილიონი ლარი უთხოვია გუნდის შესანახად უნგრელისთვის.ამ ბიზნესმენს გაეცინა და უთქვამს უფრო მეტსაც ჩავდებო.ოგონდ რამდენად სინამდვილეს შეეფერება ეს ამბავი არ ვიცი.
ვიგაც უნგრელი ბიზნესმენი დებსო ფულს კოლხეთში ასეთი ინფორმაცია გავიგე და თუ ეს მართალია გთხოვთ დამიდასტურეთ.ეს თუ მართაია ძაან მაგარი იქნება.ამ დგეეგბში უნდა მოეწეროსო ხელი.
ქუთაისის ტორპედოში ისეთი ფინანსური პრობლემებია რო ბიჭებს სიგარეტის ფულიც არ აქვთო
ვიღაც გულშემატკივარმა თქვა 
arturi-baierni ტორპედოს დიდი პატივისცემის მიუხედავად.ქულები ძაან ხმამაღალი ნათქვამია. ქულა რო გეთქვა კიდევ ჰოო
ფოთიდან ქულები უნდა წამოვიღოთ
ქულები თუ არა ხამსა მაინც წამოიღონ
გაყიდიან ორ კაპიკს იშოვიან
თან კრიზისში არიან....ვაი ჩემო ბედკრულო ტორპედო
ჩემი ტორპედო რა დღეში ვართ ეხლა ვინც გუნდშია ნახევარზე მეტი გასაყრელია მაგრამ ასეთ პირობებს სხვები არ დათანხმდება და ამ ხალხსაც მადლობა უნდა მოვუხადოთ..........ჩვენ ვიბრძოლებთ კარგი შედეგისთვის ვნახოთ რა გამოვა
სტაბილურობა აკლია და აკლდა ყოველთვის ქართულ ფეხბურთს
რა გავიგო ეხლა რომ მოგვარდა ეგ კარგია მაგრამ ამდენხან სად იყავით დალოცვილებო ახლა წარუმატებლობის შემთხვევაში ეგ ამბავი დაბრალდება მოუმზადებლობას მართლა ვაი ვაი
მიზეზი მზადაა ხო
ვაი და უი ჩვენ.
ვაი ვაი