პრემიერლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო მწვრთნელად "ბრაიტონის" თავკაცი კრის ჰიუტონი დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
"ბრაიტონმა" გასულ თვეში ოთხი მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. ჰიუტონის გუნდმა "ვესტ ჰემი" და "სუონსი" დაამარცხა, ხოლო სტუმრად "სტოკთან" ფრე დააფიქსირა. ამჟამად "ბრაიტონი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.