გერმანული “ჰამბურგი” ხელმძღვანელებმა დატოვეს. როგორც ჩრდილოეთ გერმანული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება დაკავებული პოსტები დატოვეს პრეზიდეტნმა ჰერიბერტ ბრუჰაგენმა და სპორტულმა დირექტორმა იენს ტოდტმა.
ორივე ზემოხსენებული პიროვნება “ჰამბურგში” სულ რაღაც სამი თვის განმავლობაში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ “ჰამბურგი” მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად თამაშობს. ბუნდესლიგაში 25 ტურის შემდეგ 18 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და გავარდნის საფრთხე ემუქრება. “ჰამბურგი” აქამდე ბუნდესლიგიდან არასდროს გავარდნილა.