კალათბურთი

10:48 | 6.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 11 ქულა, 8 მოხსნა და 5 დაფარება ზაგრებში (+VIDEO)

გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსი” ადრიატიკის ლიგის ხორვატიულ წარმომადგენელ “ზადარს” ესტუმრა და ქართველი ცენტრის შედეგიანობის მიუხედავად, მარცხი იწვნია. სერბული კლუბი ბოლო პერიოდში 10 ქულით – 79:69 იგებდა, თუმცა მომდევნო 7-წუთიანი მონაკვეთი 0:17 დათმო და ცხადია, წაგებასაც ვერ ასცდა – 91:95.

ბითაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 24 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა, 5 დაფარება და 3 ჩაჭრა ჰქონდა. მან 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. გოგას გუნდში ყველაზე მეტი სტეფან სინოვეცმა ჩააგდო – 18 ქულა.

7 მოგებითა და 14 მარცხით “მეგა ბიმაქსი” ადრიატიკის ლიგის 12-გუნდიან ცხრილში მე-9 ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 11 მარტს ბოსნიური “იგოკეას” წინააღმდეგ გამართავს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
2.097084