ფეხბურთი

23:00 | 5.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" იგუაინი დაუბრუნდა

ტურინის “იუვენტუსს” გონსალო იგუაინი დაუბრუნდა. Tuttosport-ის ინფორმაციით, არგენტინელმა ფორვარდმა ტერფი მოირჩინა და დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. “პიპიტა” დიდი ალბათობით, “ტოტენჰემთან” მატჩში “ბებერ ქალბატონს” დაეხმარება.

სამაგიეროდ, ტრავმა აწუხებს მარიო მანჯუკიჩს, რომელიც ჯერ კიდევ ცალკე ვარჯიშობს და არაა ცნობილი შეძლებს თუა ლონდნელებთან გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ “ტოტენჰემისა” და “იუვენტუსის” შეხვედრა 7 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112869