ჩოგბურთი

14:55 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცურენკომ მექსიკის ღია ტურნირის ზედიზედ მეორედ მოიგო (+VIDEO)

უკრაინელმა ჩოგბურთელმა ლესია ცურენკომ მექსიკის ღია ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. ფინალში ლესიამ შტეფანი ფოგელი მძიმე ბრძოლაში 5:7, 7:6, 6:2 დაამარცხა და ტიტული დაიცვა.

ცურენკო WTA-ს ტურნირების ფინალში მეოთხედ გავიდა და ჯერ წაგება არ აქვს. ფოგელი კი პირველად გავიდა მაღალი დონის ტურნირის ფინალში. მიუხედავად მარცხისა შვეიცარიელს რეიტინგში წინსვლა ექნება, რადგან 180 ქულა მოიპოვა. ფოგელი 57 ადგილით დაწინაურდება და ორშაბათს 126 პოზიციაზე იქნება.

0.117963