ფეხბურთი

20:20 | 3.03.2018 | ნანახია 2032 - ჯერ

"ჩიხურამ" "კოლხეთი" არ დაინდო

6:1 - ამ ანგარიშით იმარჯვა საჩხერის "ჩიხურამ" ეროვნული ლიგის პირველ ტურში. სოსო ფრუიძის გუნდმა სამი პირველში, სამიც მეორე ტაიმში გაუტანა "კოლხეთს", რომელსაც რუსი კონსტანტინ გალკინი წვრთნის. დიდი ვერაფერი დებიუტი გამოუვიდა გალკინს.

ჰეთ-თრიქი შეასრულა ფორვარდმა გიორგი გაბედავამ. მშვენიერი მატჩი ჩაატარა ახალგაზრდა ირაკლი ბუღრიძემ, რომელმაც ამასწინათ სუპერთასზეც იყოჩაღა. ბუღრიძემ გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც გაახერხა.

გამოსარჩევი იყო დემურ ჩიხლაძის ბოლო გოლი ტექნიკური შესრულებით და ასევე, გაბედავას მესამე გატანილი, რაც ირაკლი ლექვთაძის ლამაზ პასს მოჰყვა.

ეროვნული ლიგა. I ტური

თბილისი. დავით პეტრიაშვილი

ჩიხურა - კოლხეთი 6:1 (3:0)

გოლები: 1:0 გაბედავა (6 პენ), 2:0 მარკოზაშვილი (17), 3:0 გაბედავა (42), 3:1 გოგონაია (61 პენ), 4:1 გაბედავა (69), 5:1 ბუღრიძე (71), 6:1 ჩიხლაძე (90+1)

პირველი ტურის დარჩენილი სამი მატჩი 5 მარტს გაიმართება

15:30. თბილისი. მიხეილ მესხი 2. ლოკომოტივი-სამტრედია

18:00. თბილისი. დინამო არენა. დინამო - რუსთავი

20:00. თბილისი. მიხეილ მესხი. საბურთალო - სიონი

შეგახსენებთ, გახსნის მატჩში გორტის "დილამ" სტუმრად 3:2 მოუგო ქუთაისის "ტორპედოს".


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:56 | 05.03.2018
berodaviti (4285)

კოლხეთის მდგომარეობა 11 წელია კატასტროფულია, ფეხბურთის აკვანს სტადიონი არა აქვს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მომთაბარეობას ეწევა ამ დროს განმავლობაში...

ზოგადად ამ სტუმართმოყვარე და უპრეტენზიო ქალაქზე ზრუნვის ცნება არავის ადარდებს, დროა ნავსადგური გავაჩეროთ (ქალაქის სინამდვილეში 1 თეთრის არ გადამხდელი) და თავმოყვარეობა გამოვიჩინოთ ფოთელებმა...

ქართული ფეხბურთის წინსვლისა ვის უნდა დააჯეროთ სფფ-ვ ამის მერე ?!

14:34 | 04.03.2018
versia (33)

ბევრი ინანებს ჩიხურის დატოვებას...ბევრი მოუკლებს თამაშის ტემპს სხვა კლუბებში მალე ვნახავთ სკამზე წამოწოლილებს.ვატყობ მწვთნელებიც მალ მალე დაამყარებენ მოხსნის რეკორდებს

11:12 | 04.03.2018
ირაოლა (563)

ეს ბუღრიძე მაგარი ვინმეა....

21:57 | 03.03.2018
ogafa (10220)

სუსტია ძალიან

21:49 | 03.03.2018
lagashi (6738)

კოლხეთი ალბათ შარშანდელი შუქურა იქნება

21:46 | 03.03.2018
sabonis (9584)

ალას გალკინი, ხომ არაა ეს? დდდდ

21:09 | 03.03.2018
წინ ბათუმის დინამო!!! (140)

რუსებიდან ხეირი ვინ ნახა ფეხბურთში რომ ფოთელებმა ნახონ

0.064716