საქართველოს ეროვნული ნაკრების და "სილკებორგის" შემტევმა დავით სხირტლაძემ "ნორშელანთან" წაგებულ (1:3) დანიის სუპერლიგის 23-ე ტურის მატჩში გოლი გაიტანა. ქართველმა მე-12 წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა.
აღნიშნული გოლი დანიის ჩემპიონატში სხირტლაძესთვის მეშვიდე იყო, სულ კი მიმდინარე სეზონში ქართველმა 24 შეხვედრა ჩაატარა, მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო, ხოლო თანაგუნდელებს ექვსჯერ გაატანინა.
"სიკლებორგი" სუპერლიგაში ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 27 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება.