ფეხბურთი

15:16 | 26.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "ორდაბასი" დაამარცხა (+VIDEO)

თბილისის "დინამომ" თურქეთში მეორე შეკრებაზე ბოლო შეხვედრა ყაზახეთის პირველობის ბრინჯაოსმედალოსან "ორდაბასისთან" ჩაატარა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

ამხანაგური შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად ჩაატარა. დინამოელებმა მეორე წუთზევე შექმნეს სახიფათო მომენტი. ნიკა ნინუას ჩაწოდებულს ტერენტი ლუცევიჩი თავით გზავნიდა მეტოქის კარისკენ, დარტყმა არაზუსტი გამოდგა. მე- 15 წუთზე უკვე დემეტრე ბულისკერიას მოუწია თამაშში ჩართვა, ამ უკანასკნელმა მეტოქის შემტევს არ გაატანინა. 23- ე წუთზე ანგარიში თბილისელებმა გახსნეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა. ანგარიში მეტოქემ მე- 40 წუთზე გაათანაბრა. ტოლებეკმა საჯარიმოს მისადგომიდან ზუსტად დაარტყა დინამოელთა კარში 1:1. ტაიმი ესეც დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში ოთარ კიტეიშვილს შეეძლო დინამოელთა დაწინაურება, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მატჩის 55- ე წუთზე კი ლევან ხარაბაძემ ითამაშა მეტოქის საჯარიმოში კარგად და ანგარიში 2:1 გახადა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი 78- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დასვა, მან აკაკი შულაიას სწრაფი გარღვევა და ზუსტი პასი გოლად გარდასახა და "დინამომ" 3:1 იმარჯვა.

ამით თბილისელებმა თურქული შეკრება დაასრულეს და დღეს სამშობლოში დაბრუნდებიან. 4 მარტს კი "დინამო" ეროვნული ლიგის პირველ ტურში რუსთავს უმასპინძლებს.

დინამო - ორდაბასი 3:1

გოლი: 1:0 კიტეიშილი 23’ (პენ) 1:1 ტოლებეკი 40’ 2:1 ხარაბაძე 55’ 3:1 ზივზივაძე 78’

დინამო: ბულისკერია, რუხაია, ლუცევიჩი, კობოური, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია (დარცმელია 89), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი, მარუსიჩი (ზივზივაძე 46)

ორდაბასი: ნარზიკულოვი, ბოჩაროვი, სიმჩევიჩი, კოვალჩუკი, ფონტანელო, დიაკატე, ერლანოვი, ტუნგიშბაევი, ტოლებეკი, დოსმაგამბეტოვი, ხიჟნიჩენკო

fcdinamo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107775