კალათბურთი

21:43 | 25.02.2018 | ნანახია 3560 - ჯერ

ილიას ზუროსი: "ვამაყობ ჩემი გუნდით"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გერმანიასთან (77:87) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, ამაყობს თავისი კალათბურთელებით.

“პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კალათბურთელებს და ამაყი ვარ. ძალიან რთულია, როდესაც ახალი გუნდით გიწევს თამაში. პირველ სანაკრებო ფანჯრის დროს მარკოიშვილი გვყავდა, მაგრამ ახლა უკვე დაგვკალდა. ავსტრიაში დაგვიბრუნდა ცინცაძე, მაგრამ დღეს ისიც ვერ დაგვეხმარა. გარდა ამისა, არ იყო შერმადინი, შენგელია, ბურჯანაძე, სანაძე. ფაქტობრივად ახალი გუნდით მოგვიწია თამაში. შემდეგ სანაკრებო ფანჯრის დროს იმედია გუნდის ლიდერები დაგვიბრუნდებიან და ვეცდებით საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ გავიმარჯვოთ.

მთავარია ავსტრიის ნაკრებთან გავიმარჯვოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. რაც შეეხება სერბეთს, რა თქმა უნდა, წამყვანი მოთამაშეები დაუბრუნდებიან. მაგრამ ზაფხულამდე დიდი დროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ახალგაზრდა თაობა შეთამაშდეს გუნდთან და ადაპტაცია გაიარონ ეროვნულ გუნდში. ახლა კი, რა მოხდება ზაფხულში, ამის თქმა ძალიან რთულია.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ გერმანიის ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესოა და იქ ერთ გუნდში თამაშობენ. წლებია ერთად არიან და შესაბამისად, შეთამაშებულები არიან. ჩვენ რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი ვცადეთ, მაგრამ არ გაამართლა ამან იმის გამო, რომ არ გვქონდა საკმარისი დრო მოსამზადებლად. გამოცდილების ნაკლებობამ არ მოგვცა საშუალება, რომ ასეთი დონის გუნდთან წარმატებულად გვეთამაშა. მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.

ზონური პრესინგის შედეგად მესამე პერიოდის ბოლო წუთზე სამქულიანის შანსი გვქონდა და რომ ჩაგვეგდო, თანაბარი სიტუაცია იქნებოდა. უნდა ვიამაყოთ ამ ბიჭებით. მაგრამ, რეალობა ზოგჯერ სხვანაირია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ არ გამოვიდა. ზაფხულისთვის კი, ისევ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ”, - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები G ჯგუფში 4 ტურის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება (1 მოგება, 3 წაგება) და მეორე ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 29 ივნისს, სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:10 | 26.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რაც დიდხანს დარჩება ბერძენი მით უკეთესი ფაქტია ძალიან ძლიერია და დარწმუნებული ვარ შედეგსაც მალე დადებს

00:33 | 26.02.2018
mixela (975)

სერბეთი აგებს ავსტრიასთან, აქ 20 ქულით მოვუგოთ და ჩავტოვებთ დდ

00:26 | 26.02.2018
fenomeno89 (281)

გაუმარჯოს არის აქ ვინმე? ეხა ავსტრია რო უგებს სერბებს ჩვენ ვიხეირებთ თუ სერბებს და ავტრიას მოუგეთ კარგად ვიქნებით

00:35 | 26.02.2018
mixela (975)

რეალურად, ვერ ვიხეირებთ. პირიქით, ახლა ავსტრიას თუ ვერ მოვუგეთ ჩავრჩებით.

თეორიულად, ავსტრიამ გერმანიასაც თუ მოუგო, ჩვენ სერბებს თუ მოვუგეთ და გერმანიამ კიდე სერბებს, მერე მაგარ პონტში ვართ

23:39 | 25.02.2018
geo_manche (214)

თ მ წ ქ ჩ/ბ გ/ბ ს/ბ
1 Germany 3 3 0 6 245 221 24
2 Greece 2 2 0 4 169 136 33
3 Estonia 3 1 2 4 221 237 -16
4 Israel 3 1 2 4 211 228 -17
5 Serbia 2 1 1 3 179 166 13
6 Georgia 3 0 3 3 234 271 -37

23:14 | 25.02.2018
geo_manche (214)

გერმანიამ და საბერძნეთმა უნდა მოიგოს ყველა თამაში ჯგუფში ჩვენ კიდე როგორმე სერბეთს მოვუგოთ თბილისში და კიდევ შეიძლება რაღაც

23:06 | 25.02.2018
თორღვა პანკელი (1138)

გასაგებია რომ 90%-ზე მეტი ალბათ ვეღარ გავალთ და თეორიულია ის შანსები რაც გვაქვს, მაგრამ ბოლომდე გულშემატკივრობას უაზრობათ ნუ გამოვიყვანთ.

23:04 | 25.02.2018
geo_manche (214)

ავტორიტეტი ვისაც ქონდა იმან კანდიდატურა მოხსა არჩევნების წინა დღეს.
იმის შიშით რომელიმე ძმაკაც ნათესავისთვის საარჩევნოდ წამალი რომ არ ჩაედოთ, როგორც ფეხბურთზე მოხდა.

22:44 | 25.02.2018
iceman (2988)

კაროჩე ამ თამაშში წყდებოდა მსოფლიოს საგზური, ისე მემგონი ღირსია გულშემატკივარი ის მაინც ეთქვათ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ შენგელია და შერმადინი ჩამოვიდოდნენ, დავიჯერო იმხელა ავტორიტეტი არ აქვთ რომ ერთი თამაშით გამოშვება ეთხოვათ?

22:36 | 25.02.2018
პანტელეიმონი (4347)

მე ვფიქრობ ამ ეტაპზე მთავარია ავტრიას მოვუგოთ ერთხელ კიდევ სახლში და დავიბევოთ მეორე ეტაპზე გასვლა, რათა მეორე ეტაპის მატჩებიც გამოვეყინოთ ახალი გუნდის მშენებლობისთვის და თუ მსოფლიოზე ვერ გავალთ არ არის პრობლემა, სამაგიეროდ ევროპის შესარჩევ მატჩებს შევხვდებით შეთამაშებული გუნდით.

ვფიქრობ ბევრი თქვენთაგანი დამეთანხმება, რომ სკფ -ის ბოლო წლების ერთად - ერთი სწორი გადაწყვეტილება ილიას ზუროსის დანიშვნა იყო ნაკრების მთავარ მწვრთნელად. დარწმუნებული ვარ, თუ ისევ ჩვენ არ შევუშალეთ ხელი, ბერძენი არსებული რესურსით თაობათა ცვლის პროცეს წარმატებით გაართმევს თავს და საშუალო ევროპული დონის ნაკრებს დააყენებს, მაგრამ თუ მეტი გვინდა ბევრი რამ უნდა შეიცვალოს ქართულ კალათბურთში.

00:22 | 26.02.2018
ogafa (10220)

მასეა მასე

13:09 | 26.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დდდდდდდდდდდდდდდდ

22:30 | 25.02.2018
BEERTRANCE (97819)

მაგრა შემეცოდა ზუროსი. ყველაზე ნაკლებად მისი ბრალია წაგება. მოხსნების შიში, ბლოკის ვერ დაყენება რომელი ჩამოვთვალო. მართლა იმედი უნდა ვიქონიოთ რო შეთამაშდენ და შემდეგ ციკლში უკეთ ვითამაშოთ. მარა აუცილებელია ევროტურნირებზე გუნდების გაყვანა.

00:49 | 26.02.2018
ogafa (10220)

იმედია მიხვდებიან და მასე გააკეთებენ,სხვანაირად მაღალ დონეზე თამაში გაგვიჭირდება

22:18 | 25.02.2018
თორღვა პანკელი (1138)

ეს კაცი შეუძლებელს აკეთებს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ძაან ჯიგარი და გულიანი კაცია, მის პროფესიონალიზმზე ლაპარაკი უბრალოდ ზედმეტი მგინია, გავალთ თუ არა მს.ჩ-ზე არ ვიცი, მაგრამ ერთის რამის თქმა თამამად შემიძლია, ამ კაცის ხელში ეს ბიჭები და მთლიანად ჩვენი ნაკრები, უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ და მისი მუშაობა გრძელვადიან პერიოდში, აუცილებლად პოზიტიურად აისახება მთლიანად ქართულ კალათბურთზე.

22:40 | 25.02.2018
iceman (2988)

რაღა არ იცი დამთავრდა ყველაფერი, ბიჭებმა თავისი მაქსიმუმი გააკეთეს მაგრამ კლასი არ ეყოთ. შენგელია და შერმადინი რომ გვყოლოდა მოგებული იყო ეს თამაში.

0.068075