საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი ღირსების ორდენით საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის დააჯილდოვა. სახელმწოფო ჯილდო ლევან გორგაძეს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს ელჩმა იაპონიაში ლევან ცინცაძემ გადასცა, აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.