კალათბურთი

2:02 | 24.02.2018 | ნანახია 2608 - ჯერ

ილიას ზუროსი: "კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უკეთესადაც შეგვიძლია"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ავსტრიასთან (78:64) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ბერძენი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.

“პირველ რიგში ვულოცავ ჩემს მოთამაშეებსა და სტაფს ამ დიდ გამარჯვებას. ვინაიდან, ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი პრობლემები – გვაკლდა მანუჩარი, ცინცაძემ დიდი სამუშაო შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვე არ ჰქონდა ნათამაშები.

მაგრამ ყველაფერი კარგად იყო, კარგად ვითამაშეთ, თუმცა უკეთესად თამაშიც შეგვიძლია. ცქიტიშვილმა კარგი სამუშაო შეასრულა ბითაძესთან ერთად. ისევე როგორც დიქსონმა, ბერიშვილმა, ბოქოლიშვილმა, ბოისამ. დვალიშვილი კი დაცვაში შესანიშნავად თამაშობდა. ამ მომენტისთვის ეს შედეგი ჩვენ დადებითად მივიჩნევთ, რადგან გუნდი რამდენიმე დღის წინ შეიკრიბა. ვითამაშეთ გულით და შეცდომები, რომლებიც დავუშვით, ნორმალურია. მომდევნო მატჩებისთვის გუნდს უფრო მეტი ნდობა სჭირდება", - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბარში ზუროსმა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის G ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება. მეოთხე ტურში კი 25 თებერვალს, გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:22 | 24.02.2018
XRUXUNEBI (10)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

17:43 | 24.02.2018
berodaviti (4285)

შემადგენლობიდან და ფიზიკიდან გამომდინარე, გერმანიასთან მხოლოდ უშეცდომო გარჯა გვჭირდება ყველა კომპონენტში გამარჯვებისთვის !

17:09 | 24.02.2018
პანტელეიმონი (4347)

ჩემი აზრით, ზუროსი კოკოშკოვზე კარგი სპეციალისტია, დარწმუნებული ვარ ნაკრების წინა შემადგენლობით ბევრათ უკეთეს შედეგს დადებდა, თუმცა უუნარო ფედრაციის და ტენდეციური ქართველი ასისტენტების გამოისობით მანაც დაუშვა შეცდომა და შარშან მაისის ბოლოს ევროპის ჩემპიონატის გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ: ცქიტიშვილი, ფაცაცია, დვალიშვილი, ბოქოლიშვილი. ამ სელექციური თვალსაზრისით არასწორმა გადაწყვეტილებამ არა მარტო ევროპის ჩემპიონატზე იქონია დიდი გავლენა, არამედ მსოფლიოს ჩემოიონატის შესარჩევ თამაშებზეც ახდენს გავლენას. წარმოიდგინეთ რამდენად უფრო კარგ ფორმაში იქნებოდნენ დასახელებული კალათბურთელები სპორტული, ტაქტიკური და ნაკრებთან თავსებადებოდის კუთხით დღეს, თუ სამ თვიან მოსამზადებელ ციკლს გაივლიდნენ ამ მართლაც შესანიშნავ სპეციალიტთან.
ადრე რამდენიმე ჯერ დავწერე და ეხლაც მინდა გავიმეორო, რომ სათანადოთ უნდა გამოვიყენოთ ეს კვალიფიცირებული სპეციალიტი და სკფ -ის, სპორტის სამინისტროს და ბიზნესის მონაწილეობით შემუშავდეს ერთობლივი პროექტი; შეიქმნას ნაკრების საბაზო კლუბი, რომელიც ითამაშებს საქართველოს ჩემპიონატში, ვი თი ბი ლიგაზე და შემდგომში ევროლიგაზეც. შევთავაზოთ მთავარი მწვრთნელობა ზუროს და ეს კლუბი გახდეს ნაკრების წევრების და კანდიდატების მოსამზადებელი ბაზა.

18:52 | 24.02.2018
eke99 (1362)

5 წლის წინ კეცელიდისი რომელიც ზუროსის მარჯვენა ხელი იყო იხვეწებოდა ამ ყოველივეს და მაშინ ყველამ დაიკიდა და უფრო უარესიც დაანგრიეს კლუბი.დაიკარგა წლები და სწორი მომზადება ქართველი კალათბურთელების. ბიზნეს რაც შეეხება რავინ ფულს არ ჩადებს მაგაში , კიდიათ სპორტი.

18:01 | 24.02.2018
格里斯 (176)

ჩემი აზრით კოკოშკოვმა რაც იცის ის ზუროსზე გაცილებით კარგად იცის მაგრამ ბევრი მინუსებიც ქონდა. ზუროსი უფრო ევროპაში მრავალწიანი გამოცდილება მიღებული კაცია და ევროპული კალათბურთის ბევრი ნიუანსი და წვრილმანი იცის, მათ შორის ისიც თუ როგორ გამოიყენოს დაბალი კლასის კალათბურთელები, კოკოშკოვს ამის გამოცდილება არ აქვს ნბა ში.

16:48 | 24.02.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

კაი კაცი ხარ ილო ძია. უხდები ჩვენს ნაკრებს, მელიტონასი არ იყოს...

17:11 | 24.02.2018
პანტელეიმონი (4347)

+1

16:34 | 24.02.2018
格里斯 (176)

ბოისაზე რატო არაფერი თქვა კაცმა კარიერის თამაში ჩაატარა 2 ქულა ჩააგდო. მაგის ჩაგდებული ქულა მე არ მახსოვს

13:02 | 24.02.2018
fidofido (3392)

ასეთი დანაკლისის ფონზე გერმანიასთან ნამდვილად გაგვიჭირდება დიქსონი როგამოვაკლოთ ფაქტიურად მეორე შემადგენლობით ვთამაშობთ. ადრე ვინც ნაკრების 12 კაციან განაცხადში ვერ ხვდებოდნენ ეხლა ძირითადში ხვდებიან. საქართველოს ჩემპიონატის დონე გერმანიას თუ დაამარცხებს მაგარი იქნება. მადლობა ბიჭებს იმ თავდადებისათვის და გულით და სულით თამაშისთვის. ისე ამდენი ტრვმა ერთ ციკლში რაუბედურებაა

11:43 | 24.02.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

არ ველოდი მოგებას, ყოჩაღ ზუროსს და ბიჭებსაც. ასეთი დანაკლისით ასეთი შედეგი მართლაც მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნეს შეუძლია. ზუროსი რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა დავტოვოთ ნაკრებში. რაც კოკოშკოვმა წაგვწია წინ ეს წარმატებით აგრძელებს და დარწმუნებული ვარ უფრო წინ წავალთ მის ხელში

11:03 | 24.02.2018
federerjamesliverpooldelpotro (17151)

უკეთესი შეგვიძლია კი და გერმანიასთან ეგ უკეთესი უნდა ვითამაშოთსახლში უნდა დავადოთ გერმანელებს ეგ თAმაშIც დადე ბერძენო შენს პროფესიონალიზმში და მაღალ კლასში მე ეჭვი არ მეპარება

10:16 | 24.02.2018
sabonis (9584)

მთავარია ფიზიკამ არ გვიღალატოს და იმედია ცინცაძე იქნება.

09:01 | 24.02.2018
ogafa (10220)

ყოჩაღ გერმანიასთან გაგვახარებს

08:13 | 24.02.2018
temo11 (1791)

წარმატებები ზუროს და ჩვენ ნაკრებს, მაგრამ ერთს მინდა გაუსვა ხაზი, ძალიან მომწონდა ბითაძე და ვერაფრით ვერ გაიხსნა ნაკრებში, არადა ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ბავშვს,იმედია ბევრად უკეტ ითამაშებს გერმანიასთან.დალშე ჯიგრები არიან, ყველა ბოლომდე იხარჯება.

03:08 | 24.02.2018
dinamo11 (1009)

ამ ქვეყანას როგორ წესი არაფერში არ უმართლებს ხოლმე და ხშირად არც ჩვენ ვამართლებინებთ ჩვენს იღბალს მაგრამ აი კალათბურთის მწვრთნელებში ძალიან გაგვიმართლა.ჯერ იყო და კოკოშკოვი რომელმაც მართლა გულით ემსახურა საქართველოს და კარგ მწრვთნელთან ერთად ძალიან კარგი პიროვნებაც იყო ეხლა კიდევ ეს კაცი.მადლობა ბიჭებს რომ და ამ კაცს რომ ასეთი წაქცეული გუნდითაც ვახერხებთ წარმატებაზე ფიქრს და მის რეალიზებას.იმედია გერმანიასთანაც გვექნება შანსი გამარჯვებაზე ვიფიქროთ.

11:24 | 24.02.2018
giogobi (197)

ეეჰ, კოკოშკოვამდე იმდენი ხანი არ უმართლებდა, რომ კოკოშაც და ზუროსიც დავიმსახურეთ

02:49 | 24.02.2018
თორღვა პანკელი (1138)

სკფ-ია გულშემატკივრების ნერვების მოშლის მეტს რომ არაფერს არ აკეთებს, იქნებ ის მაინც მოახერხონ როცა ამ კაცთან კონტრაქტი ამოიწურება, კიდევ ერთ კონტრაქტზე დაიყოლიონ და რამენაირად დატოვონ ნაკრებში.

02:12 | 24.02.2018
BEERTRANCE (97819)

გერმანიასთან ნამდვილად უკეთ თამაში გვჭIრდება.

0.085178