კალათბურთი

16:03 | 20.02.2018 | ნანახია 2095 - ჯერ

კომბინაციები, კომბინაციები – ილიას ზუროსის ფორსმაჟორული გეგმა

კომბინაციები და კვლავ კომბინაციები – ილიას ზუროსმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის სასახლეში ინტენსიურად ავარჯიშა. იმ მოკლე დროში, რომელიც ფიბა-ს მიერ ფორმატის შეცვლის შემდეგ გუნდებს მოსამზადებლად ეძლევათ, ბერძენი სპეციალისტი ცდილობს გუნდი მაქსიმალურად მოამზადოს. ამიტომაც, დღეს, დილის ვარჯიში, თუ მცირე მოთელვას არ ჩავთვლით, პირდაპირ კომბინაციების დამუშავებით დაიწყო.

დილის ვარჯიშამდე ნაკრების მოთამაშეები ვაკეში მდებარე ფიტნეს-ცენტრ “ასპრიაში” იმყოფებოდნენ, სადაც ტრენაჟორებზე დაკავდნენ და ამის შემდეგ მიაშურეს სპორტის სასახლეს. ივარჯიშა და კომბინაციების დამუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე, რომელიც თბილისში გუშინ რუმინეთიდან ჩამოვიდა. მასთან ერთად ივარჯიშა სერბული “მეგა ბიმაქსის” 18 წლის ცენტრმა გოგა ბითაძემ, რომელსაც ადრიატიკის ლიგაში საკმაო სათამაშო დრო აქვს და სხვებთან ერთად მისი დიდად ეიმედებათ მწვრთნელებს.

ეროვნული ნაკრები დღეს, საღამოს კიდევ ერთ, გენერალურ ვარჯიშს გამართავს. მის დაწყებამდე კი ნაკრების მოთამაშეები და მწვრთნელები მედიის წარმომადგენლებს სპორტის სასახლეში შეხვდებიან.

GBF.GE


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:40 | 21.02.2018
პანტელეიმონი (4347)

ღმერთმა მოაგებინოთ ! ! !

20:41 | 20.02.2018
ოო რაკაი ჩაია ჭოო (11)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

19:44 | 20.02.2018
sport faza (328)

ახლა უნდა ჩამოყალიბდეს ჩვენი ნაკრები ახალი შემადგენლობით. და ვუსურვოთ ბიჭებს განსაკუთრებით ახლებს,,წარმატებები!!!

19:41 | 20.02.2018
sport faza (328)

მთავარია ამჯერად გუნდში იყოს მოთამაშეები რომლებსაც შეეძლებათ ნაკრებისთ ის სარგებლის მოტანა პარკეტზე.... და არა ტურისტები....

19:41 | 20.02.2018
თორღვა პანკელი (1138)

ოპტიმისტურად განწყობილი მაშინ ვიქნებოდი ცოტათი ოპტიმალური შენადგენლობით რომ ვიყოთ, მაგრამ არამგონია მთლად უშანსოდ ვიყოთ, ეგებ რამე გავახერხოთ.

19:35 | 20.02.2018
sport faza (328)

ნუ ვიქნებით ბოლომდე პესიმისტები....ზუროსი დიდი მწვრთნელუა და მისი დონე შარშან გამოჩნდა...მართალია წარმატებები ამხანაგურ მატჩებში იყო(თან რა გუნდებთან) და არა ჩემპიონატზე.....მაგრამ მჯერა რომ ახლაც ისევე ბოლომდე ვითამაშებთ და თუ საჭირო იქნება ამოვქაჩავთ კიდეც ანგარიშს...დაიმახსოვრეთ არ წავაგებთ...ამ ბიჭებს არ ეყოლებათ გუნდში გამოკვეთილი ლიდერი, ხოდა ყველა ითამაშებს შეუბოჭავად და თავისუფლად
...მთავარია მწევრთნელის დავალებები მაქსიმალურად შევასრულოდ!!!!

19:22 | 20.02.2018
Buratino (3505)

ეეჰ, ილუზიებისგან თავისუფალი ვარ ანუ ოცნებები არ მაწუხებს.
ისე კი, იქნებ ეგეთი განწყობა სჯობდეს - წავაგებთ, არ გამიკვირდება, ხოლო თუ ღმერთმა ინება და მოვიგეთ - გერმანიასთან სპორტის სასახლე გაივსება.
და მაინც, მე რეალისტი ვარ და რა ვქნა...

17:49 | 20.02.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

ეხლა გამოცნდება რა არის საქართველოს ჩემპიონტი და რა წუმპეშია ეს ქვეყანა

18:45 | 20.02.2018
giogobi (197)

ეგ ისედაც ჩანს და, სამწუხაროდ, კარგი არაფერი. ძალიან მეშინია რომ დიდი ანგარიშით წავაგებთ

17:48 | 20.02.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

სავარაუდოდ მაგრა ამოგვტენიან

17:43 | 20.02.2018
BEERTRANCE (97819)

მაქსიმალურად უნდა მოინდომონ.

17:15 | 20.02.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

რა ხალხიც არ უნდა გვაკლდეს, ავსტრიასთან წაგება მაინც მაგრად გამიტყდება რაა...
ნუ, გერმანელებს მეზობლებზე გაცილებით კვალიფიციური ნაკრები ჰყავთ.

0.158782