საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ილიას ზუროსმა 18 კალათბურთელი მიიწვია ეროვნულ ნაკრებში, საიდანაც თორმერტის შერჩევა მოუწევს.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
რევაზ როგავა, აკაკი დვალიშვილი, ნიკა დარბაიძე, გიორგი ცინცაძე, ნიკა ცქიტიშვილი, ილია ლონდარიძე, მაიკლ დიქსონი, ანატოლი ბოისა, მიხეილ ბერიშვილი, გოგა ბითაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, ბექა ბექაური, რეზო ჩაჩანიძე, ლევან ფაცაცია, ოთარ ფხაკაძე, ბექა წივწივაძე, აკაკი ლომოური, გეგი ბაქრაძე.
საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს ავსტრიის ნაკრებს სტუმრად გაეჯიბრება, ხოლო ორი დღის შემდგომ თბილისში, გერმანიას უმასპინძლებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მოახლოებულ ორ შეხვედრას უდიდესი საკადრო დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო გუნდს მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე და ბექა ბურჯანაძე დააკლდნენ, ხოლო გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია კლუბებმა ისევ არ გაათავისუფლეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პატარა ველურას რატო არ იძახებენ საკმაოდ კარგ ფორმაშია
ეგ ვინაა?
იქნება ახალგაზრდებმა გაისროლონ.. იმედი ყოველთვის არსებობს )
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევია და კლუბები როგორ არ უშვებენ?? ეგეთი რამე ხო არარსებულია, ამხანაგური თამაში რო იყოს კიდე მესმის..
იმედია გადაახტებიან საკუთარ თავს
ჩვენი ერთადერთი იარაღი(თუ შეიძლება ამ მდგომარეობაში ჩვენი მრიდან რაიმე იარაღზე ილაპარაკო)ამ შემთხვევაში თავისუფლად და ლაღად თამაშია, არ უნდა დაითრგუნონ და ფსიქოლოგიურად არ უნდა გატყდნენ არცერთ მეტოქესთან. ყველა თამაშში ბოლომდე არ უნდა დაკარგონ კონცეტრაცია, მსაჯის სატვენამდე თითოეულ ბურთზე ნადირივით დაგეშილი უნდა იყოს ყველა, დაცვაში თუ შეტევაში, დანარჩენს ზუროსი მიხედავს, ყველაფრის მიუხედავად მაინც არ ვკარგავ იმედს, უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრიათ ვინც შემორჩით ნაკრებს, წარმატებას გისურვებთ და ბოლომდე გიგულშემატკივრებთ.
ბითაძე უნდა დაიტვირთოს უფრო მეტად, დატვირთვას მარტო მოედანზე შეგდებას არ ვგულისხმობ, კომბინაციები უნდა აეწყოს მაგაზე. რაც ჭირდება გოგასაც და ქართულ კალათბურთსაც
წარმატებები
ამას ქვია დაგვეძრაააა...
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ნაკრებმა რომ ამ შემადგენლობით მოახერხოს და ორივე მატჩი მოიგოს, ეს იქნება გმირობის ტოლფასი.
გერმანიასთან კი იქნებ საკუთარი კედლების ფაქტორმაც იმოქმედოს (ოპტიმიზმის სმაილი)
თქვენ იცით ჯიგრებო, ავსტრიასაც არ ჰყავდეს ეხლა კალათბურთის ვირტუოზები
ამ შემადგენლობით ავსტრიასი მინუს 10–15 ქულით წავაგებთ, გერმანიასთან 15–20