ფეხბურთი

22:40 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას დებიუტი შვეიცარიის სუპერლიგაში

შვეიცარიის სუპერლიგაში ვაკო გვილიას დებიუტი შედგა. 23 წლის ქართველმა ნახევარმცველმა “გრასჰოპერსისა” და “ლუცერნის” შეხვედრაში ითამაშა. ვაკო ძირითად შემადგენლობაში არ იმყოფებოდა, მაგრამ მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

“ლუცერნი” პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 აგებდა, თუმცა მე-80 და 83-ე წუთებზე სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს, ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოიკეთეს. გვილიამ 58-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

“ლუცერნს” 21 ტურში 26 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია. მაგრამ, სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა და მეოთხე ადგილამდე სულ რაღაც ორი ქულა აშორებს.

შეგახსენებთ, ვაკო გვილია შვეიცარიულ გუნდს სამი კვირს ბორისოვის “ბატედან” შეუერთდა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ქართული ლეგიონიდან გურამ კაშია გოლით, ხოლო ნიკა კაჭარავა გოლითა და საგოლე პასით გამოირჩნენ.

0.112458