“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ ალექსის სანჩესს 16-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ჩილელ ფეხბურთელს “ბარსელონაში” თამაშის დროს გადასახადების გადაუხდელობის გამო დაისაჯა. საუბარია 1 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაზე.
ალექსისი ხსენებულ სასჯელს პირობითად მოიხდის, რადგან ესპანური კანონმდებლობით 2-წლამდე სასჯელი პირობითია.
შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესი “ბარსელონას” ღირსებას 2011-2014 წლებში იცავდა. ცოტა ხნის წინ კი, “მანჩესტერ იუნაიტედის” წევრი გახდა.