თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა „რუსთავმა“ პირველი სპარინგ მატჩი გამართა. ქართული გუნდი ბულგარეთის პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერს „ცარსკო სელოს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა. რუსთაველებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაუშვეს - 73-ე და 86-ე წუთებზე.
კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „რუსთავმა“ მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
სასტარტო: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობახიძე, კვირკველია, ფონიავა, კლიმიაშვილი, პაპავა, მიქელთაძე, გორელიშვილი, კირკიტაძე, ქავთარაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: გუჯაბიძე, ცხადაძე, ცხოვრებოვი, ბრაჭული, ზვიადაძე, სიჭინავა, მარცვალაძე, კვირკვია, ბარაბაძე.
მორიგი ამხანაგური მატჩი რუსთაველებს 9 თებერვალს, უნგრული "შიოფოკის" წინააღმდეგ აქვთ დაგეგმილი.